ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 3:43 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » - ეწევი?

11:12 PM
- ეწევი?

- ეწევი? - კითხულობ დახრილი თვალებით 
და თითქოს შეკითხვებს მაპარებ შერჩევით...
კითხვაზე ვიცინი და მერე პასუხით
გაკვირვებ, როდესაც ვამბობ, რომ ვეწევი:
ვეწევი ყოველდღე პოეტურ ცხოვრებას, 
წინასწარ არცერთი დღე არ მაქვს გათვლილი, 
ფურცლიდან ფურცლამდე თავისით გადის დრო
და ვცხოვრობ უბრალოდ პოეტი ქალივით.
ყოველ წუთს ვეწევი სიცოცხლის სიყვარულს, 
სიცოცხლეს თვითონაც ვუყვარვარ, მჯერა და
თუ ზოგჯერ ყველაფერს შავ-თეთრად აღვიქვამ, 
ხანდახან შავ-თეთრსაც ვუყურებ ფერადად.
ვეწევი მე ჩემს ბედს ნაჩუქარს ღმერთისგან,
ბევრ რამეს აწმყოდან წარსულთან ვეწევი 
და თუ რეალობა სურვილთან შორია,
გასწევ თუ გამოსწევ, მაინც დგას კედელი...
სხვა თუ არაფერი, ვეწევი სიყვარულს, 
თავის დარწმუნება ხომ მაინც შევძელი 
იმაში, რომ როცა ვერავის შველიან, 
ხანდახან ცრემლებიც ხდებიან ზედმეტი...
- ეწევი? - კითხულობ დახრილი თვალებით
და თითქოს შეკითხვებს მაპარებ შერჩევით...
სიგარეტს არასდროს! ისე კი, მის გარდა
ხომ ხედავ, თუ რამდენ რაღაცას ვეწევი?!

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 1259 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz