ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 3:41 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა,

4:47 PM
ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა,

ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.
არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ
ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი.
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.
ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა,
თავთან დიდი ვიყავი, ღმერთთან ისე პატარა,
რომ ფიქრებთნ დარჩენილს ღამეს ღამე მითევდა.
ნუთუ მართლა ეს ქალი ამდენს მატო იტევდა?!
ღამის ფიქრებს ფიქრები ისევ ემატებოდა.
გათენება, მზის სხივი, სითბო მენატრებოდა

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 862 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz