თითქოს ყველამ იცის შენი სახე, მაინც ყველასათვის უცნობიხარ. ღმერთო, ისევ მათბობს შენი მზერა, ჩემი ხელისგულის ხაზებიდან. დრო კვეთს სურვილებს და ამქვეყნიურ სიზმრებს,სურათებად ვაჩარჩოებ; მაინც ვერ შევძელი დავიწყება, ჯვარზე შენს გვერდით რომ დამაკონეს. ტკივილს ახლა ლოცვაც ვეღარ შველის, და თუ ოდესმე ხმას გაგაგონებ, შენც არ დაივიწყო შენი შვილი, ცრემლებს გუგებს ქვეშ ნუ დაუგროვებ. სუნთქვა ნაპრალებში ჩატანებულ, სიტყვებს საფეთქლებთან ეჯახება, თითქოს შევიცანი შენი სახე, მაინც სხვანაირად მე - ხატება.