მაშ მშორდები? მაშ სიზმარი ისევ აღარ ასრულდება? ვხედავ აღარც იხედები, გული გწყდება,გული მწყდება. დრო, შენს ახლო გაფრენილი, რა ვქნა, აღარ მავიწყდება. შენ ვერც იგრძნობ ვერასოდეს ჩემი გული როგორ კვდება. შენს გულს დიდხანს დავიწყების გაიტაცებს ბნელი ბინდი. მე არ მსურს, რომ ძალით გფლობდე. სადაც გინდა გადაფრინდი. მაგრამ ღამით,როცა მთვარით ათეთრდება შორი მთები, მოგიგონებ და ცრემლები გადმომცვივა,მენატრები. ეჰ,რა ვუყო ჩემშივ დარჩეს, რაც დამტანჯავს შმაგს და უძლურს მე არ მსურს, რომ ძალით გფლობდე. წადი! წადი,სადაცა გსურს!...