ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:19 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » მიყვარხარ

10:40 PM
მიყვარხარ

შემოდგომის ლამაზი დღეები წითელი ყვითელი ფერები...ხეებიდან უამრავი ფოთლები ცვივა ძირს და უზარმაზარი ხალიჩასავით ეფინება არემარეს ვზივარ და ჩემთვის ვფიქრობ სიჩუმე არცთუ ისე წყნარმა ქარმა და გამხმარი ფოთლების მტვრევის ხმამ დაარღვია და მე დავინახე...ნელი ნაბიჯით მოდიოდა,ქერა თმას ქარი უწეწავდა ტუჩებს აცმაცუნებდა ძირს იყურებდა და თითქოს ბრმა ნათელმხილველივით მოიწევდა წინ...ლამაზი იყოოო იმაზე ლამაზი ვიდრე შემოდგომა...ახლად აყვავებულ ვარდს გავდა რომელიც უჭკნობი სილამაზით იყო დაჯილდოვებული...თვალს ვერ ვარიდებდი სულელივით ვუყურებდი გავვოცდი ზედმეტადაც კი ... თავი ზევით აწია და შემხედა გაუკვიდა ამ მყუდრო ადგილას მარტო მე ვიყავი თითქოს შეეშინდა შეცბა მაგრამ მაინც აუღელვებლად ნელი ნაბიჯით გამოუყვა გზას...ისე თითქოს ვერც შემამჩნია ... მიახლოვდებოდა მეც თითქოს ვერ ვხედავდი თვალს ვარიდებდი... იმ ადგილს რომ მოიახლოვდა სადაც მე ვიჯექი შეჩერდა თავი აწია შემომხედა დამაკვირდა თავი დახარა და გზა გააგრძელაა გამიკვირდაა მიდიოდაა ქარი უბერავდაა ფოთლები შრიაებდა მას ერთი ზომით დიდი მოქსოვილი სვიტერი ეცვა ხელზე ეფართხუებოდა მოტმასნული შარვალი კეტები ... თვალმოუშორებლად ვუყურებდი როგორ შორდებოდა ადგილს სადაც მე ვიჯექი მერე ისევ შეჩერდა უკან მოიხედა თმა გადაიწია კიდევ ერთხელ შემომხედა კარგად დამაკვირდა მიბრუნდა და უკან მოუხედავად წავიდა...მე ამ ყველასგან მიტოვებულ ადგილას ხშირად დავდიოდი მას მერე თითქმის ერთი თვე გავიდა მე ისევ ჩემ ოთახში ვიწექი საბანი თავზე მეფარა ისე ციოდა მერე წამომიარა და წამოვხტი კარადა გმოვაღე შარვალი ნასკები კეტები ქურთუკი ნაქსოვი კაშნი ქუდი უცებ ჩავიცვი და სახლიდან გარეთ რომ გავედი შევხედე ყველაფერი გადათეთრებულიყო ისევ იმ ყველასგან მიტოვებულ ადგილს მივაშურე ... ჭიშკარი გაღებული დამხვდა შიგნით რომ შევედი შევხედე თოვლში ვიღაცას ევლო ბილიკად მაგრამ უკან დაბრუნებულის ნაფეხურები არსად ჩანდა დამაინტერესა და ამ ნაფეხურებს გავყევი ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც... ძალიან ბევრმა სიასულმა მომიწია ტთქოს ვიღაცას დაუსრულებლად ევლო უცებ შევჩერდი და დავინახე... ხისძირში თოვლში ქერა თმიანი მოქსოვილი ოგონდ სხვა ფერის ჟაკეტით გოგონა იჯდა გათოშილი იყო კანკალებდა ცხვირი გაყინული და გაწითლებული ჰქონდა იყოსიცივისგან გონდაკარგულივით გათიშული იჯდა დაუფიქრებლად დავიხარე მუხლებსა და წელზე ხეები მოვხვიე და ხელში ავიყვანე და უკან დავბრუნდი მიტოვებული ადგილის ჭიშკართან რომ მივედი გოგონას დავხედე თვალები გაეხილა და სახეზე მაკვირდებოდა თავი გავასწორე ისე თითქოს არც დამინახია და სახლისკენ გზას ფეხით გავუყევი ... სახლში მალევე მივედი ჩემს საწოლზე დავაწვინე სველი ფეხსაცმელი შარვალი ნაქსოვი თეთრი მოსაცმელი გავხადე თავზე ქუდი წავაძრე ნასკები ჩავაცვი საბანი დავაფარე ხელებზე ხელები მოვკიდე და ცჰემივე ხელით გავუთბე მერე ავდექი ფანჯრიდან გავიხედე თოვდა მოვბრუნდი და რაფაზე შემოვსკუპდი სახეზე დავაკვირდი ლამაზი ტუჩები მოწითალო ლოყევი ლამაზი ცხვირი ლამაზი თვალწარბი...და უცებ გავიფიქრე...ღმერთმა კიდევ ერთხელ შეგვახვედრა... რაფიდან ბრთხილად ჩამოვხტი და სამზარეულოში გავედი ცოტახანში ოთახში ფოდნოსზე დალაგებული ჩაით და დასაყოლებლით დავბრუნდი საწოლის ნაპირზე ჩამოვჯექი ფოდნოსი კალთაზე დავიდე ვხედავდი როგორ სუნთქავდა მშვიდად ეძინა უცებ თვალები გაახილა და დააცემინა გაოცებულმა შემხედა
-სიცოცხლე...! ვთქვი ავდექი ცოტახნით ფოდნოსი იქვე დავდე წამოწევაში მივეხმარე ფოდნოსი ავიღე და მუხლებზე დავუდე კიდევ ერთხელ გაოცებულმა ამომხედა და უსიტყვოდ აიღო ჩაის ჭიქა ხელში მე მივბრუნდი კარადა გამოვაღე თბილი სვიტერი გამოვიგე და საოლზე დავდე თვალით ვანიშნე რომ მისთვის იყო კარი გავიხურე და ოთახიდან გავედი ერთი საათი გავიდა ღმერთო ოთახიდან კი ხმაც არ ისმის... ავდექი და კართან მივედი გაუბედავად მაგრამ კარზე მაინც დავაკაკუნე ჩამიჩუმი არ ისმოდა მერე კაი ბრთხილად გავაღე ფანჯარასთან იდგა სვიტერის მკლავები ხელებზე გადმოფარებოდა სვიტერი კი უხლებამდე ეფოფხიალებოდა გრძელი ყელიანი ნასკები ეცვა .... შეშფოთებული მაგრამ აუღელვებლად მობრუნდა... თვალებში შემომხედა ხელები აუკანკალდა ტუჩები აუთრთოლდა განწირული თვალებით მიყურებდა თავი დავხარე 
-ბოდიში! ვთქვი და ოთახიდან გავედი იქ აღარც შემიხედია მეორე დილას 12 საათზე გამეღვიძა სპალნაში ძირს ვიწექი თვალები გავახილე და სახლი დალაგებული მომეჩვენა ძირს ფოდნოსით ჩაი იდო გამეღიმა ავდექი და სამზარეულოში შევედი ისევ იგივე ფორმაში კრანთან იდგა და რაღაცას მთელი მონდომებით რეცხავდა... მივუახლვდი თარო მის დასანახად გამოვაღე ჭიქა ხელში ავიღე და მის გვერდით დავდექი წყლისთვის 
-შეგცივდება!
-ხოო?
-ხო შეგცივდება!
უხმოდ ავავსე ჭიქა წყლით და დავლიე შემობრუნდა და შემომხედა თითქოს გაიბუტა რომ არ დავუჯერე გავიდა სამზარეულოდან და უცებვე ფოდნოსიტ ხელში დაბრუნდა ჩაი გადაღვარა ჭიქა გარეცხა და თავის ადგილას დადო მაგიდას ხელებით ვეყრდნობოდი ჩემს უკან კი ის ჭიქა იდო რომლითაც წყალი დავლიე მომიახლოვდა ტვალი გამისწორა ხელებს და მუცელს შორის დაშორებით ისარგებლა თვალებში მიყურებდა და ამასობაში ჭიქით ხელში მიბრუნდა კრანისკენ...მეკიდე მეგონაა ....! :Xx 
-ოჯახის წევრები ალბად ნერვიულობენ...!ვუთხარი მე
-ოჯახი დიდიხანია არ მაქვს!
-სამწუხაროა!
-მალე წავალ არ იდარდო...
-ეს არ მიგულისხმია...მე უბრალოდ გკითხე...!
-გასაგებია! მომმართა ცოტა უხეშად მე დავფიქრდი ოჯახი არა ანუ არც მშობლები არც დედმამიშვილები და უცებ ჩემდაგასაკვირვად ვკითხე...
-მეგობრები?შეყვარებული?
-არცერთი...!
-აბა მე?
-შეენ...? რა შენ?
-მე მე არაფერი...!უცებ ენა ამებნა თვალებში ვუყურებდი და ველაპარაკებოდი მასზე ყველაფერი ვიცოდი რაერქვ ვინიყო სადაური იყო რასაკეთებდა ... თვალებში ვუყურებდი თითქოს ტუჩებს წვალება დაუწყო თითებს სრესა თვალები გაუცრემლიანდა და სწრაფად ძალიან სწრაფად მოვიდა და წელზე მომეხვია ტირილი დაიწყო...და სლუკინით მითხრა 
-მადლობა შენ გადამარჩინე...!მერე ხელი გამიშვა ჩემს ოთახში შევიდა ტანსაცმელი ჩაიცვა და წასვლა დააპირა კართან რო მივიდა შეჩერდა უკან მობრუნდა თვალებში შემომხედა კიდევ ერთხელ მითხრა 
-მადლობა...! და კარისკენ მიბრუნდა კარი გააღო და გავიდა უცებ გონს მოვეგე ფანჯრიდან გავიხედე ჯერ კიდევ ეზოში იყო ქურთუკი მოვიცვი და კიბეზე ჩავიბინე ის აუელვებლად მიდიოდა თოვლში მარტო ...
-ჰეიი მოიცა სად მიდიხარ მერე მე?ძალიან ნელა შემობრუნდა და შემომხედა 
-რა შენ ?
-არც მე მაქვს ოჯახი...!ჩემდაუნებურად ხელები გავშალე მანაც არ დააყოვნა და ჩამეხუტა ...!
-ჩემი ოჯახი შენ ხარ!თავი მაღლა აწია თვალებში შემომხედა მერე მისი გაყინული ტუჩები ჩემს ტუჩებს შეეხო ასე ვიდექით დიდხანს მარტო ჩვენ ორნი უჩვეულოდ ცარიელ ქუჩაში რომლიც დიდ თოვლში დამარხულ ქალაქს ჰგავდა სადაც მხოლოდ სიყვარული ყვაოდა...!

კატეგორია: სასიყვარულო, ჩანახატები | ნანახია: 960 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz