ეს კინო კი უნდა გადავიღო(არ დაიწყოთ ახლა ფილმიო და ეგეთები) კინო! კამერა აუცილებლად "ფეხზემობმული"(აი კადრი რომ "დახტის" ეგრე) და არავითარი მონტაჟი("პერებივკები" თორემ , ისე –კი)... თან აუცილებლად სამოყვარულო კამერით
პიანინოზე ნოტებია(კადრს აქედან გავშლი) და პატარა ათიოდე წლის გოგონას ხელებზე გადავალ.. კიდევ გაშლა... გოგონა უხმოდ ითვლის: 1 2. 1. 2 3 4. და 1.2.... გვერდზე ინნამასწი... ტაქტში აშკარა შეცდომა. ვითომ ხელში "ჩარტყმა" ინნამასწისგან ორი ღიმილი ეტიუდი თავიდან იწყება. ოთახის კუთხეში დედა(ჟურნალის თვალიერება არც შეუწყვეტია)
ავტობუსის გაჩერება. გოგონა ნოტებით, დედა ოთახში კარგად არ ჩანდა,-ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, წითელი მანტო და ყვითელი ავტობუსის გამოჩენა... შვიდიოდე მგზავრი ადის...არც ისე ჭედვაა ჯერ ისევ ახალგაზრდა დედას ადგილს ალბათსტუდენტი(ერთი სიტყვაა)უთმობს. --დეე ამოსვლისას ძეწკვი გამეხსნა, ჯვარი შემინახე რაა -- უკმაყოფილო მზერა და ალბათსტუდენტზე გაგრძელებული ფიქრი... დეე ჯვარს ართმევს და მანტოს ჯიბეში დებს სხვა მგზავრების კადრები(ესენი ისე უნდა "დაიხატოს", -მისდღემში ავტობუსით მგზავრობა აღარ მოგინდეთ) უკანა კარებთან ჯიბეზე ჩალიჩობენ, მარტო სწრაფი ხელები და გადაწოდებული "ფაქტი", მიმღები პირველივე გაჩერებაზე ჩადის, "უფაქტო" ჯიბგირი (სახე არ ჩანს)ოდნავ წინ გადადის
ბაზრობა(თბილისის "დინამო"), დახლების ალაგების დრო... ცარიელი მუყაოს ყუთების(გასათბობად) და გადაგდებული წუნდებული პროდუქტის შემგროვებელი ერთდროსადამიანები, დიდცოცხიანი მხვეტავები, "დროზე ავლაგდეთ" -დაცვის პოლიცია... გიგა, ჟალუზი ღრჭიალით იკეტება, კლიტის დაკეტვა და შემოწმება. ნავაჭრის გადამოჭმება კურტკის ჯიბეში გარედან(ფული ადგილზეა, მაყურებელი მიხვდა–გიგას ისეთი სახე) ცელოფნით სურსათის მიწოდება ერთდროსადამიანისთვის ერთდროსკაცისგან --დიდი მადლობა, გიგა --მანდ კანფეტიცაა, არ გეგონოს შემეშალა, ერთი კვირის წინ გასვლია ვადა, არაფერი ჭირს...კაი წავედი , მაღაზიაში მაქ მიბარებული \"ტავარი\", დარეკეს ფულზე გამოდიო, თორემ პოლლიტრასაც ჩაიცვამდა კაცი შენთან... -კაი კაცი ხარ, გიგ... რა წიგნიც დაგჭირდება არ მოგერიდოს, თუ გინდა წაგიმეცადინებ კიდეც ბიჭს, ხო იცი ფული არ მინდა -წავედი, საწყობის უკან ყუთებიც გადავდე... --კარგად გიგ
ბაზრობის გაჩერება...წინა კარიდან ჯობია ასვლა... ჯერ კიდევ ახალგაზრდა დედა ზის, გვერდით გოგონა და იქვე ალბათსტუდენტი...ისევ მგზავრების სიფათები(ბევრი არაფერი შეცვლილა)
ჯერ კიდევ ახალგაზრდა დედა მგზავრობის საფასურს აწვდის , გიგაც თითქმის იმავდროულად და უხერხული მოძრაობით ნავაჭრის "ადგილზეყოფნის გადამოწმება" დეემ მოიხედა და თვალი ჩაუკრა... გიგას გაოცებული სახე --ჯვარი დამიბრუნე(ხმამაღალი ჩურჩულით--ტბილისსკაია შკოლა) --რა ბრძანეთ ქალბატონო? --ამის თავს გეფიცები, ამის ნათლობის ჯვარია(მზერით გოგონასკენ მინიშნება, გოგოს შეშინებული მზერა)დამიბრუნე!!!(თხოვნამუდარაბრძანებაარეული ხმა) --გეშლებათ ქალბატონო რაღაც(გოგოზე მეტად გაფითრებული კაცი) მგზავრების თვალებში:-" არა და პატიოსან კაცსა ჰგავს" ეს ჯვრებიანი ქუდი რაღას დაუხურავს" --- დამიბრუნე, ნათლობის ჯვარია(ხმაში აშკარა მუდარა)
გაჩერება... ახალი ბრბო(ბევრი არაფერი შეცვლილა) --გეშლებათ ქალბატონო(კადრი გოგონას სახეზე გადადის, ცრემლმობჯენილი და არამტირალი თვალები), გამოუძახეთ პატრულს, - არსად გამქცევი არა ვარ მე...მესმის რომ რაღაც დაკარგეთ... დეე დაბნეული სახით... გიგა მიდის
მაღაზია(ჩვეულებრივი სასურსათო მაღაზია). გიგა და გამყიდველი რაღაცას ანგარიშობენ...კადრში ფულის დათვლა, გიგა ნავაჭრს იმავე ჯიბეში იდებს(ისევ ის "უხერხული" მოძრაობა და მაღაზიიდან კამოდის... მაღაზიის კარებშივე წესრიგის დამცველი... --თქვენ ეჭვმიტანილი ხართ ქურდობაში...გიგა ტექსტს არ ამთავრებინებს ---ვიცი, შენც შეცდომაში შეგიყვანეს, არსად ვაპირებ გაქცევას, ხელბორკილი არ დამადო, მოგყვები...პატრული რაციით გადასცემს: "რიონი, რიონი, დაკავებულია ეჭვმიტანილი , გთხოვთ გამოაგზავნოთ დამხმარე ეკიპაჟი, ვიმყოფები აღმაშენებელზე, პოლიციასთან" ხმა რაციაში--"დაელოდეთ" დეე და გოგონა ისევ გაჩერებაზე არიან, დეეს სახეზე იმედი და სიხარული...ხო, ხო ნამდვილად ესაა... ბრბო უფრო და უფრო იზრდება ---გეშლებათ ქალბატონო, შენ კი ძმაო, დროზე მომაცილე აქაურობას, მამა ვარ , ჩემი შვილების რომელიმე მეგობარმა რომ გამოიაროს...ხვალე რა ვქნა? აგერ განყოფილება... შევიდეთ და გამჩხრიკე...თქვენ კი ქალბატონო, უფალმა შეგინდოთ, რაც მე შარში გამხვიეთ და თავისუფალი ხელით გიგამ პირჯვარი გადასახა დეეს...ბრბო ამ ჟესტზე გამოცოცხლდა ეკიპაჟი იგვიანებს... --ბიძა, რაზე დაგიჭირეს?(კადრში თხუთმეტიოდე წლის ყმაწვილია,- ა ლა გავროშ) არ იქნებოდა უფროსო ეგ კაცი, გაუშვი ტოო, პატიოსანი კაცი ჩანს...ბიძა, რას გტენიან ბიძი? ---აუ, შვილო შენღა მაკლდი, წადით რა ხალხო, გაირკვევა ყველაფერი...მომაცილე გთხოვ კაცურად აქაურობას, ხომ აქვეა განყოფილება, ნახევარი ქალაქი მიცნობს, მრცხვენია ტო...გადაეცი მაგ შენი რაციით დახმარება მჭირდებათქო...დროზე ჩამსვით თუ მსვამთ --დაგებრუნებინა ავტობუსშივე ხომ გთხოვე, ხომ ჩუმად გითხარი და ქვეყანა არ შემიყრია...ხომ გითხარი ნათლობის ჯვარიათქო?(კადრში გოგონას სახე...სიბრალულით სავსე არშეშინებული თვალები) --გაუშვი რა, ტო არაა ეს ბიძა მომპარავი, არ ეტყობა?(ისევ ა ლა გავროშ) --ღმერთმა გაპატიოთ ქალბატონო(ისევ ჯვარი გარდასახა გიგამ), შენ კი შვილო წადი რა –შენი ნერვები მაქვს ახლა?(კადრში ა ლა გავროშ)დროზე მოითხოვე დახმარება შენ კიდევ თორემ გავაფრინე ახლა(დაბნეული პატრულის გამომეტყველება მსხვილი პლანით)...პატრული რაციით დახმარებას ითხოვს..და სამი ეკიპაჟი წუთიც არ გასულა იქაა...გიგა ძალით გარბის მანქანაში ჩასაჯდომად(პატრულს იქით მიათრევს)
პატრულის მანქანა. შორიახლო დეე და გოგონა... და კიდევ ა ლა გავროშ...მესამე წრეს ურტყავს... უკანა სკამზე გიგა და პატრული, წინ სავარაუდოდ ამ ეკიპაჟების უფროსი...დეეს ორი ოფიცერი კითხავს... გიგას დამკავებელი პატაკობს: -მოგვმართა ქალბატონმა, რომელსაც ავტობუსით მგზავრობისას დაკავებულმა პიროვნებამ ამოაცალა ძვირფასი ლითონის ჯვარი, ეჭვმიტანილი დაკავებული იქნა ახლომდებარე მაღაზიიდან გამოსვლისას, დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუჭევია... --ჰო კარგი გასაგებია ყველაფერი, ბიჭო , პატარა ბიჭი ხომ აღარა ხარ ავტობუსში რომ ჯიბგირობ, ეხლა შენ საბუთები ხო იასნია არ გექნება...ვინა ხარ , სად ცხოვრობ... --პირადობაც მაქვს და 1500 ლარი ფულიც მიდევს ჯიბეში, გთხოვთ ბიჭოობით ნუ მომმართავთ და რაც შეიძლება ჩქარა საქმეს ოფიციალური სახე მისცეთ, გირჩევთ კი ჯერ ის ქალბატონი დაგეკითხათ...(ხმაში სიმკაცრე და აკადემიური ტონი) მაყურებლის გასაოცრად "უფროსმა" რჩევას დაუჯერა, გიგას პირადობა ჩამოართვა და მანქანიდან გადავიდა.. არაა ეგ ბიძა დამნაშავე უფროსო(ახლა მანქანიდან გადასულს მიმართავს ა ლა გავროშ) მანქანაში მჯდომი პატრული:--ვინაა შენი ეგ ბიჭი? -- გიგას სახე"შენ სულელი ხომ არა ხარ?" მე რა ვიცი ვინაა, მოვწევ რა და საერთოდ სანამ ის ქალბატონი ოფიციალურ ჩვენებას არ მოგცემთ და არ გამჩხრეკთ ნურაფერს მკითხავთ...
კიდევ ერთი ეკიპაჟი მოვიდა, ეტყობა ჩინით ვინმე უფროსია, გიგასთან მჯდომის გარდა ყველა ფორმიანი მის მანქანას შემოეხვია. მანქანის უკანა კარის მინაში ჯერკიდევახალგაზრდა დეეს სახე(პატრულს მიმართავს) --შემჭამა ამ ბავშვმა, მეასედ მეუბნება უკვე ბიძას თავი გაანებეო --ავტობუსში იყო ქალბატონო?("პადდელნიკს" ეძებს შერლოკი.) --არა, ნამდვილად არ უმგზავრია, ვინ არის შენი?(ახლა უკვე გიგას მიმართავს) აი ეს კადრი კი მინდა თითქმის სტატიკური იყოს, ძალიან ნელი გაშლით---- პატრულის მანქანის უკანა კარის ჩაწეული შუშა, ფორმიანი, ბოროტმოქმედი და ხელბორკილებიანი ხელებით გარდასახული პირჯვარი(დეეს, კონკრეტულად) და თითქოს მაყურებელსაც...(ეს ძალიან ბევრი რაკურსით უნდა გადავიღო და მონტაჟში ყველა კამერიდან გადაღებული უნდა მოხვდეს–რაც მეტი, მით უკეთესი, თან მანქანის თავზე \"პიო-პაო" უნდა ციმციმებდეს აუცილებლად სირენების ფონზე)
მანქანასთან მორბენილი მზია(მაღაზიის გამყიდველი, წეღან გიგას ნავაჭრი რომ გადასცა) რა ხდება, გიგა, ჩემი და მოვიდა კიდევ კარგი, და მგონი გიგა ყავს პატრულს დაკავებულიო, გიჟივით გამოვიქეცი, რა ხდება?(პატრულებს მიმართავს) --ვინ ბრძანდებით ქალბატონო?(უფროსი გამოერკვა პირველად)იცნობთ ამ პიროვნებას? -- რას ქვია ვიცნობ, მე დავიბარე საერთოდ აქ, რაშია საქმე? --აი იმ ბავშვის ჯვარი მოიპარა ავტობუსით მგზავრობისას --ჯვარი მოიპარა? აჩუქაო რომ გეთქვათ დავიჯერებდი, რას ბრძანებთ პატივცემულო? --თქვენი მონაცემები ჩაგვაწერინეთ ქალბატონო(პატრულთუფროსი მანქანაში ჯდება და საქაღალდეს იღებს)
მანქანის უკანა ფანჯარაში დეეს სახე --იცით რაშია საქმე? ეს კაცი უნდა გაუშვათ, აქ რომ ბიჭი დადიოდა ერთი წუთის წინ ჯვარი მომაჩეჩა ხელში და ახლა როგორც გინდა ის ბიძა გააშვებინეო მითხრა...
მსხვილი პლანით გიგას სახე, რამდენიმე ხმა ერთდროულად ისმის --ვინ იყო ის ბიჭი?
--არ ვიცი, (აქ კადრი იშლება) მამაო(გიგას გვერდზე მამაო ზის, ტაძრის ეზო) კადრები ავტობუსში "ჯიბეზე ჩალიჩიდან"--ბიჭი იქ არაა) დარწმუნებული ვარ ავტობუსში არ ყოფილა... ვინც არ უნდა ყოფილიყო მაგრა კაცურად და ღირსეულად მოიქცა, გაბედვა არ გინდა? ხუთი ეკიპაჟის წინ ნივთმტკიცებით ხელში დადიოდა და ქალს რომ ყვირილი აეტეხა პრაქტიკულად განწირული იყო.. --არავის არაფერი მოუვიდოდა, შვილო ჩემო! არავის!!! შენ რომ გაგიჭირდა შენმა მფარველმა ანგელოზმა მოუხმო ყველას მფარველ ანგელოზს ვისაც რაიმე შეხება ჰქონდა ამ საქმესთან და ერთად გადაწყვიტეს ასე მოქცეულიყვნენ.. შენ ხომ გყავს, პატრულსაც ხომ ჰყავს, მზია გამყიდველსაც, ბავშვს თავისთავად...იმ ბიჭსა ჰყოლია მფარველი ანგელოზი თუ ჰყოლია...ჰო და მოგროვდა ყველა ერთად, შენ რომ მაჭირვებელს პირჯვარი გადასახე მაშინ...მაშინ მიხვდა ყველა რომ ყველას ერთად გჭირდებოდათ შველა... --რა ვქნა მამაო? --შენ არაფერი, პარაკლისი გადავიხადოთ ახლა სახელიც რომ არ ვიცით ისე, ღირსეული ჯიბგირი დავარქვათ და ვილოცოთ აღარ ეჯიბგიროს(მამაო იღიმება--ბევრი რაკურსით კადრი)
პატრულის მანქანიდან გიგა გადმოდის, პირადობას უბრუნებენ...პატრულის და ჯერახალგაზრდა დეეს ბოდიშიანი სახეები... გოგონას(ჯვარი დაუბრუნდა)კარგცრემლიანი სახე (კარგცრემლიანი-- მაგარი სიტყვა, რომლის "გაკადრებაც" შეიძლება ისევ რამდენიმე კამერით )..
ხო მართლა!– მე მინახავს ფოტოები, რომლებზეც გადაღებულ ადამიანებთან ერთად ,ანგელოზებია დაფიქსირებული. სირები ამას პარანორმალურ მოვლენას ეძახიან... კინო–ვიდეო კადრებიც არსებობს გადაღებული ანგელოზებით.)
ამ კინოს რომ გადავიღებ, ფინალში კადრს ძალიან გავშლი და დარწმუნებული ვარ ეკრანზე ყველა იქ მყოფის მფარველი ანგელოზი გამოჩნდება... მჯერა, მწამს...
განვმარტავ... ანგელოზების გამოჩენა კადრში, როგორც ავტორის ან რეჟისორის ან ვაფშე ტექნიკური ეფექტების დამსახურება კი არ იქნება გ ა მ ო ჩ ნ დ ე ბ ი ა ნ!!!