ნუთუ გაწვიმდა ჩემს გულშიც ბოლოს და სიხარულმა მეც მომაკითხა აღარ მივრბივარ არ ვეძებ სოროს ვხედავ პასუხებს შორს მომავლიდან გაზაფხულია მზე აკაშკაშებს მინდვრის ყვავილებს ასდით სურნელი ისინიც უკვე გრძნობენ სიცოცხლეს დღეა ღამეა არის სულ ერთი და აი დადგა რასაც ველოდი ცხოვრება უკვე აღარ მაწამებს არ მახსოვს ბოლოს როდის ვმღეროდი ჩემი ცხოვრება იყო სამარე მაგრამ გამოჩნდა იმედის სხივი რაღაცამ უცებ გამომაფხიზლა ცოდვილი სული კარგისკენ მიდის ვიღაცამ რატომღაც დაიცვა ავისგან ნეტავ რა ხდება გარემო იცვლება ჩემი მშველელი ნეტავ ვინ არის ვინ დამიფარა ვიწვი ფიქრებად ჩემი მეგზური ყოფილა სიზმარი