თუ აქაც ზედმეტი ვარ? წავიდე? მაგრამ რას იფიქრებენ?ფარხმალი დავყარაო…. წამოდგა და კარისკენ დაუფიქრებლად გაემართა, შემომხედე თუნდაც სანუგეშებლად… _ზედმეტი? იკითხა და ირონიულად გაიღიმა… წადი… გაექეცი… _მართალი ხარ. ასე მინდა რომ ჩემს თავს დავემალო, რაღაც საქმეეებს ამოვეფარო… _ეფარე… გაექცევი ყველას, მტერს, მოყვარეს, დამნაშევეს, დანაშაულს, სასჯელს, სამართალს, უსამართლობას, კაცს თუ ქალს, გარდა საკუთარი თავისა. ჩააფიქრა ამ ნათქვამმა… თავი დაღუნა… შემოვიდა და სკამზე ჩამოჯდა. _გულს ვერც ვერავინ უბრძანებს… ე.ი. საკუთარ გრძნობებს და გულს ვერსად ვერ დაემალები… _გულს ვერავინ უბრძანებს… თქვა დიდი ირონიით და დაცინვით…. გულს ყველა უბრძანებს… _ისე მგონი ჭეშმარიტებაა. მაგრამ ასე უფრო ძნელია. _შენ რა აბა რა იოლის ნახვა გინდა? მოკლე გზას ეძებ? ვაა… თქვა ცოდა გაჯავრებულმა. _არა, უბრალოდ შველას… _შველა საკუთარ თავშია მხოლოდ. არ მეთანხმები? დამიჯერე! _ეჰ… შენ რა იცი. რა გაგებება ჩემი… მე ხომ ვერავინ ვერ გამიგებს… _ნუ! წუ! წუ!ნებ! … არ დამიწერა აქ ამაოება… გიფიქრია თუ რატომ ხარ სხვა? _ხანდახან… ალბათ იმიტომ რომ მართლაც სხვა ვარ… ვერავინ ვერ მიგებს… _ვერავინ ვერ გიგებს? ჰკითხა ცოტა გაკვირვებულმა.მგონი ბევრი მეგობრები გყავს? _ბევრი… "მეგობრები” ბევრი მყავს, მეგობრები კი ძალიან ცოტა. . _გასაგებია… შენ რა ცდილობ რომ ვინმემ გაგიგოს? _არც მიფიქრია… _შენ რა იცი რა ტკივა შენს მეგობრებს, ეგებ იგივე უნდათ გითხრან? _დამაფიქრე…. მართალი ხარ… _მართალი ხარ… მართალი ხარ… მადლობთ რომ დამეთანხმეთ…გამიხდა რაღაც სევდიანი და რომანტიკოსი. ამ ქვეყანაზე შენნაირების ადგილი არაა. _ხედავ, აღიარე რომ ჩემი ადგილი აქ არაა. შენ ხომ ჩემივე გულისტკკივილი მითხარი. _გითხარი იმიტომ რომ მე უბრალოდ შენ ვარ…