ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 4:40 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » პატარა გოგო ზის მარტო სახლში…

4:41 PM
პატარა გოგო ზის მარტო სახლში…

ახლა ის დროა,როცა სულ ყველა
უნდა ხედავდეს სანატრელ სიზმარს
ახლა ის დროა,როცა ზარები
აღარ რეკავენ,უცდიან დილას.
მაგრამ ბუნებას სულ არ სურს ძილი
თეთრი ფანტელი ჩამოდის ციდან,
გათენებულზე ალბათ ბავშვები
გადათელავენ თოვლიან მიწას…
თუმცა ბუნება არ არის ერთი,
ვისაც არ სურს,რომ მოხუჭოს თვალი
ვისაც არ უნდა,რომ წარიტაცოს
სიზმრების გუნდმა ამ შუა ღამით…
ის ზის სარკმელთან და უცქერს თოვას,
უცქერს და ფიქრებს ატანს ამ ფიფქებს,
სენტიმენტები გულთან რომ მოდის
უჩვეულოა მისთვის ხომ მუდამ…
მაგრამ რა ჰქნას მან?რა ჰქნას თუ უნდა
სატრფოს მკლავებში მოქცევა წამით?
თუ უნდა ფიფქთან გაქცევა მალვით
თუ უნდა კოცნა ამ სუსხიან ღამით?!
მაგრამ სარკმელი ჩაკეტილია
ფიფქი კი დნება თანდათან დაბლა,
მას კი ერევა ფიქრები თავში
პატარა გოგო ზის მარტო სახლში…

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 961 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz