ოცნება ზღაპრული სამყაროა,წუთიერი ბედნიერებაა.თუ ადამიანს ოცნების უნარი არა აქვს,ის მეცხრე ცაზე არასოდეს ყოფილა,ბედნიერად არ უგრძვნია თავი.ამბობენ,ადამიანი რომ იბადება მისი ბედის წერილიც მაშინვე იწერება და მისი განუყრელიაო.მართალია,საკუთარ ბედის წერას ვერსად გაექცევი. როგორი ლამაზია ოცნება,მაგრამ წამიერია.როცა გამოერკვევი და რეალობას დაუბრუნდები,გულის სიღრმეში ჩაგწვდება ის რაც ყველაფრისგან შორსაა.ოცნება ოცნებაა და მეტი არაფერი.გინდა დროებითი ბედნიერება?იოცნებე და შენზე ბედნიერი ქვეყნად არავინ იქნება.დახუჭე თვალი და გაექცევი ყველას და ყველაფერს,რაც გიკლავს გულს და რაც გირთულებს სიცოცხლეს. ალბად ქვა უნდა იყო ადამიანი,რომ ყველას და ყველაფერს გაუძლო.ძნელია,როცა არ ცხოვრობ,უბრალოდ ცოცოხლობ და "მისი” მოლოდინით არსებობ და ყველაფერ ამასთან ერთად თითქმის არაფრის უფლება არ გვაქვს,იმიტომ რომ გოგო ხარ და იმდენი პრივილეგიებით ვერ სარგებლობ,როგორც ბიჭი.მტანჯველია ეს ყველაფერი,გაუსაძლისია.
ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კელსო ბლექმა გაიცინა. იმდენ ხანს იცინოდა, სანამ გვერდები არ ასტკივდა და ხელში ჩაბღუჯული იაფფასიანი ვისკის ბოთლი ძირს არ დაუვარდა. გონებაჩლუნგი ძაღლები! ყველაფერმა ძალიან მარტივად ჩაიარა და ხუთი ათასი დოლარიც ჩაიჯიბა, მართალია, მცველი შემოაკვდა, მაგრამ თავის თავს დააბრალოს, ცუდ დროს გადაეღობა გზაზე. პისტოლეტის ჩახმახი ის-ის იყო შეაყენა, რომ კარი ხმაურით გაიღო. კარის ზღურბლთან უცნობი იდგა, შავი მოსასხამითა და თვალებზე ჩამოფხატული ფარფლებიანი ქუდით. - გამარჯობა, კელსო, გამარჯობა, კარგა ხანია, გითვალთვალებ და ძალიან მომეწონე! - თქვა უცნობმა და ისე გაიცინა, რომ ბლექს ძარღვებში სისხლი გაეყინა.
ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
სნეული მოხუცივით სევდიანი და ხალისწართმეული დღეა... მონაცრისფრო... ...ნისლიანი...უიმედო.... არ ვიცი მართლა ასეთია ეს დღე თუ მხოლოდ მე მეჩვენება ასეთად... არ ვიცი... არ ვიცი...მგონი მხოლოდ მე მეჩვენება, რადგან ვხედავ ეზოში ბავშვები უდარდელად თამაშობენ... მხიარულად იცინიან... დახტიან მტვრიან მიწაზე და სულ არ ანაღვლებთ ის, რომ ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი ესვრებათ... ან კი აქვთ რამე სადარდებელი?... მათ ხომ ჯერ არ იციან თუ რას ნიშნავს ნამდვილი ცხოვრება... მისი ავ-კარგი... სიცოცხლის გზაც ხომ მხოლოდ ია-ვარდით მოფენილი ჰგონიათ...ეს სამყარო კი მხოლოდ ვარდისფერ ფერებში ესახებათ...
ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
- ჰოოო, - თქვა ჯიმი კელერმა და უდაბნოს შუაგულში ასაფრენ ზოლს გახედა, სადაც გასაფრენად გამზადებული რაკეტა იდგა. გაუკაცრიელებულ ველზე უდაბურმა ქარმა დაუბერა, ჰიუ ბულფორდმა კი დასძინა, - მგონი ვენერაზე გაფრენის დროც დადგა, ნეტავ რატომ გვინდა მაინცდამაინც იქ გაფრენა? - არ ვიცი, - მიუგო კელერმა, - ნამდვილად არ ვიცი. ხომალდი პლანეტას მიუახლოვდა და ძირს დაეშვა, ბულფორდმა თავი გარეთ გაჰყო, ჰაერი ჩაისუნთქა და განცვიფრებულს აღმოხდა: - ღმერთმანი, დედამიწის ჰაერსა ჰგავს! შესანიშნავად ვსუნთქავ. გზა განაგრძეს და ახლა კელერმა ვერ დამალა გაოცება, - საკვირველია პირდაპირ, აქაც ისეთივე გაზაფხულია, როგორც დედამიწაზე, რა წვნიანი მწვანე და ლამაზი მცენარეებია, ნამდვილად სამოთხეში მოვხვდით! პლანეტის სტუმრებმა ცოტა კიდევ გაისეირნეს, ვენერაზე შესანიშნავი ტემპერატურა იყო, რომ მოშივდათ, ამწვანებული ხეების ნაყოფიც დააგემოვნეს, ძალიან მოეწონათ ეგზოტიკური და გემრიელი ხილი. - ამ ადგილს ედემის ბაღი უნდა ვუწოდო, - აღფრთოვანდა კელერი.
ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
ტრიალ მინდორზე მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით! - ცრის.......... - მერე ? ? ? - არა, არა არაფერი........... - გეშინიაი - რისი ........ - შენ ხომ იცი რაზეც გეუბნები, ისიც ხომ იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნებაი .............. - ხო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა ვიცი, ჩვენ ერთად ვიქნებით, ყოველთვის, და ვერავინ დაგვაშორებს, ვერც ვერაფერი, გარდაა.............. სიჩუმე ჩამოვარადა! მინდოდა შევწინააღმდეგებოდი, მეთქვა, რომ ვერაფერი, სიკვდილიც კი, ვერ შეგვიშლის ხელს, მინდოდა ეს მეთქვა, მაგრამ ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა და ვიგრძენი როგორ ამევსო თვალები ცხელი ცრემლებით, რომლებიც ნიაღვარივით მაწვებოდა და არ შემწევდა ძალა შემეჩერებინა. წვიმამ იმატა. უკვე აღარ ცრიდა, ციდან დიდი წვეთები გვეცემოდა და უამრავ პაწაწინა წვეთებად იშლებოდა. - ჩვენც წვიმის წვეთებს ვგავართ არაი დაარღვია სიჩუმე მარიმ. - ჩვენი რატოი - არა, სისულელეა, დაივიწყე............... ნაღვლიანი ხმით მითხრა მარიმ და თავი ჩემს მხარზე დადო. წვიმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ჩვენ ხის ქვეშ ვისხედით და ვგრძნობდი თუ როგორ მისველებდა მხარს ამდენ ცივ წვეთებს შორის მარის ცხელი ცრემლები. ამბობდა არ მეშინიაო, მაგრამ მე კარგად ვიცოდი, რომ ეს ასე არ იყო. - მარი, ნუ ტირი გთხოვ............................ ან იტირე, იტირე რომ მოგეშვას. - გოგა, მართლა რომ მოვკვდეი ვაი თუ მოვკვდე............... ექიმმა თქვა გადარჩენის შანსი ცოტააო, არ ვიცი რამდენი დღე, თვე, წელი, წუთი ან თუნდაც წამი დამრჩენია............ - სისულელეს ნუ ამბობ, დეპრესიაში ხარ და არც იცი რეებს ბოდავ. ნუ მაშინებ, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ საკუთარ თავს ხელში აიყვან და ბედნიერად ვიცხოვრებთ! - მცივა, ძალიან მცივა.......... - გინდა სახლში წავიდეთი აქ მართლა ცივა, წვიმს....... - არა, პირიქით, მინდა აქ დიდხანს დავრჩე. მარი გულში ჩავიკარი, მისი პატარა ხელი ჩემს ხელჩი უმწეო ჩიტივით იყო! წვიმა თანდათან მატულობდა.............. - გოგა, გახსოვს კოკისპირულ წვიმაში მინდვრის ყვავილებით ხელში რომ იდექი ჩემი სახლის წინ და მეხვეწებოდი შემირიგდიოი გახსოვსი - როგორ არა, შენ კი ფანჯრიდან სრულიად მშრალი იყურებოდი და ტუჩებზე კმაკოფილი ღიმილი დაგთამაშებდა! ოხ რა ამაყი იყავი! - იცი რაი მიყვარხარ! ძალიან ძალიან მიყვარხარ!
ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
ყოველ დღე....ვიღვიძებ და ვხვდები.. ეს სამყარო ლამაზია და მშვენიერი.. მაგრამ იმასაც ვხვდები მალე დავტოვებ ამ მშვენიერებას..მალე სადღაც უსასრულობაში წავალ.... ხანდახან ვფიქრობ ხოლმეე იქნებ კიდე ღირდეს ის რომ ვთქვა სიტყვა "ბოდიში" იქნებ კიდე ღირდეს მოგეხვიოთ..გაგრძნობინოთ როგორ მიყვარხართ.... კიდე გითხრათ მადლობა ..იმისთვის რომ.... არ ვიცი რისთვის მაგრამ მინდა გითხრათ რომ ყველანი მიყვარხართ. ბევრმა მატკინა გული..მაგრამ ახლა როდესაც შეიძლება ბოლოჯერ ამოვისუნთქო ვხვდები რომ სიძულვილის უფლება არ მაქვს... მინდა მოგმართო შენ.... შენ....ჰო შენ....
ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა