ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 3:34 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » სასიყვარულო ლექსები

3:22 PM
სასიყვარულო ლექსები

1. ფრთხილად იყავი-ქალს ნუ აატირებ , იმიტომ რომ ღმერთი ითვლის მის ცრემლებს! ქალი 
წარმოიქმნა კაცის ნეკნისგან. არა ფეხებისგან, რომ დამცირებული ყოფილიყო, არც თავისგან, რომ აღემატებოდეს მას. არამედ გვერდისგან, რომ იყოს შენ გვერდით და შენი თანასწორი. ხელის ქვევიდან, რომ იყოს დაცული და გულის მხრიდან, რომ იყოს საყვარელი..

2. ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
ქალი, რომელიც გიყვარს

3. მოვიდა დრო რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს
მე გაძლევ ფიცს რომ სიყვარული კინოს აღარ გავს
ვიცი ყოველთვის და ყველგან ატარებდი ცდებს
მე მოგცემ ძალას რომ მოერიო დაჟანგებულ ფრთებს
ხომ ხედავ ჩემი გაბზარული გული შენით ცემს
შენ იცი სიყვარული აზრი აღარა აქვს წლებს
მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს
მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს
მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ

4. მე მე ვარ! ნუ მე-სიყვარულები, ნუ მე-თანაცხოვრები, ნუ მე-სხეულები, ნუ მე-მეები რა! აი გამოჩნდი.. მოკლე კაბა ჩაგიცვამს, ეს ქვედატანის ქვემოთ დაქაჩვა ვიღამ გასწავლა? მოხვედი და ჩამეხუტე. არ მინდა შენი ჩახუტება, რატომ მაყენებ 1 საათი აქ პატარა ბიჭივით... ნაყინს რომ ვყიდულობთ ნუ მეუბნები ერთიც გვეყოფაო და მერე "შემთხვევით" მეორე ნაყინი ხელიდან მივარდება ... თვალებზე რა გისვია? რა პატარა გოგოსავით იპრანჭები! წამწამები აგიპრეხია ... არა რა სასაცილო ხარ! მაღალ ქუსლებზე შემდგარხარ და ნიავის ერთი წამობერვაც, რომ უკვე წაიქცევი, ალბათ მთელი ღამე სწავლობდი სიარულს ... რატომ შემომაჭდე ხელები კისერზე? რა პატარა გოგოსავით იქცევი! ნუ მე-სიყვარულები, ნუ მე-თანაცხოვრები, ნუ მე-სხეულები და ნუ მე-მეები რა!

5. ბევრი რამე ხდება ცხოვრებაში...და მაინც რა არის თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრება?ცხოვრება,
მარტივად რომ ვთქვა,ეს არის "ბევრი რამე",რომელზეც ძალიან ცოტა რამ ითქმის.დიახ,ზედმიწ
ევნით არავინ იცის ერთმანეთის ცხოვრება,იციან მხოლოდ ზედაპირულად...და იციან მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ცხოვრება.
თუმცა,აქაც გამონაკლისი არსებობს:
გარკვეული ცხოვრებისეული მოვლენები
ხშირ შემთხვევაში მაინც ავიწყდებათ.
ცხოვრება_ეს არის წარსული,აწმყო და მომავალი.
თუმცა მომავალი ცხოვრება უამრავი ხალხის
ინტერესებს ექვემდებარება:
სურთ გაიგონ საკუთარი
მომავალი,ის მოვლენები,
რომლებიც მათ ან სიხარულს მოუტანს,
ანდაც,პირიქით_დაღუ
პავს.
სიმართლე რომ
ვთქვა,ასეთი ინტერესი ადამიანებისთვის
მეტად დამღუპველია.
ცხოვრება_ეს არის სიყვარული.
რაოდენ რთული და მძიმე ცხოვრებაც
არ უნდა გვქონდეს,ჩვენ ის მაინც გვიყვარს...
უფრო მეტიც,ცხოვრების სიყვარულის
შესანარჩუნებლად გაუცნობიერებლად
ვიბრძვით,და ამ ბრძოლას კი ტკბილი
მოგონებები იწვევს ხშირად.პირადად მე
ძალიან მიყვარს ცხოვრება და მოსაგონარი
კი მწარეც და ტკბილიც ბევრი მაქვს...

6. მარადიული ღამის ზმანება,
ნაცნობი სევდით კვლავ ვიბანგები.
სადაც ქაფია ყველა ღვთაება
ზღვის მელოდია, მთვარის ჰანგები.
ფაიფურივით ღრუბლების მსხვრევა,
ქარი ზღაპრული არტემიდეა.
თუმც რა ხანია დრომ გადამტვერა
ზოროასტრის და ზევსის იდეა,
მაინც წააგავს მითს ეს საღამო,
ათასი კერპი იწვის და დნება.
ისევ გაცოცხლდი სულში ადამო!
ცეცხლის სიშიშვლედ და ველურ ვნებად.
როგორც გრძნეული ღამის ზმანება
მეც უკვდავებით დავიბანგები
აქ მარადია ერთი ღვთაება,
ზღვის მელოდია, მთვარის ჰანგები.

7. შეყვარებული ხარ? ალბათ გიყვარს ვინმე
ჰო და ჩემო კარგო კარგად მომისმინე...
შენ თუ შეიყვარებ, მხოლოდ აგრძნობინე,
ძალიან თუ გიყვარს ნუ შეატყობინებ.
იცი ჩემო კარგო რატომ ვამბობ ასე?
სიძულვილით არის კაცის გული სავსე,
შენ თუ დააჯერებ რომ იმისთვის ხარობ,
გაიფიქრებს, ალბათ მასზე კარგი ვარო....
და გაივლებს გულში: ,,რატომ შევიყვარო?
ჩემზე ნაკლებს თავი რატომ მივადარო?"
და შენს ლამაზ თვალებს მოარიდებს მზერას,
რადგან შენი ტრფობა, დიდად შეიფერა

8. თუკი ერთგულება არ არსებობს,
ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,
შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი,
და მას ერთგულება ერქვას.

თუკი უკვდავება არ არსებობს,
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.


არ წამთ სიყვარულის არსებობა,
და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას,
ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
ამას სიყვარული ერქვას.

თუკი მოკვდავია ყველაფერი,
თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
თუკი დასასრული სიკვდილია,
სიკვდილს სილამაზე ერქვას.

თუკი საოცრება არ არსებობს,
მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,
შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი
და მას საოცრება ერქვას.

გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი.
შენთვის ეს მინდოდა მეთქვა:
დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება,
"თეთრი ღამეები" ერქვას.

9. მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს, 
მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია, 
მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს 
და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია. 
მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა, 
მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს, 
არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას 
და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს. 
მე თუ ვუჩოქებ,ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო, 
მე თუ ვაღმერთებ,-სიყვარულის ღმერთია იგი, 
და მე თუ ვნატრობ,შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ, 
რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს.

10. შენ რომ წამი გეჩუქებინა ჩემთვის
ამ ქვეყნად მეტს არაფერს მოვითხოვდი...
მას რომ მარადისობა ეჩუქებინა ჩემთვის მაინც გავებუტებოდი,ბოლოს მაინც მივატოვებდი...
შენ 
რომ ერთი ვარსკვლავი გეჩუქებინა,თავი ღმერთი მეგონებოდა...მას რომ 
გალაქტიკა მოეძღვნა ჩემთვის მე ისევ ის ადამიანი ვიქნებოდი რაც მანამდე 
ვიყავი...
მას რომ დედოფლად ვექციე მაინც შენი მონა დავრჩებოდი...
დრო რომ თავიდან დაბრუნებულიყო..მაინც შენ აგირჩევდი.......
შენ რომ ხელი გეკრა მაინც ვერ დაგივიწყებდი,ის რომ მომფერებოდა მაინც ვერ შევიყვარებდი...
მისი ედემი არაფერი იყო ჩემთვის,შენი ერთი გოჯი მიწაც კი მთელს სამყაროს მერჩია..
შენი ღიმილი უფრო ძვირფასი იყო ჩემთვის,ვიდრე მისი მთელი ცხოვრება,ჩემს სიყვარულში გატარებული.....
რატომ განსხვავებდით ერთმანეთისგან?
არ ვიცი...
უბრალოდ შენ შენ იყავი ჩემთვის....
ის კი ის იყო...

შენ,ჩემი წმინდა სალოცავი ხარ,
წმინდათაწმინდა მთელს ქვეყანაზე,
მე ალბათ ერთი საცოდავი ვარ
შენზე ოცნება რომ შევიყვარე!
შენ,ჩემი სულის ანგელოზი ხარ
და ერთადერთი დასაფიცარ
ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ.


თავაწყვეტილი "იკარუსი" გზაზე მიჰქროდა,
დუმდნენ მგზავრები, ყველა თავის გზაზე ფიქრობდა,

და შენ გეძინა, ასე სძინავთ ჩვილის აკვანთან,
და ლამაზ შუბლზე დაგფენოდა თმები საყვარლად.

ტკბილად გეძინა... გრილი სიო ღია სარკმლიდან
გეფერებოდა, და მკლავებზე ბუსუსს გაყრიდა...

თავაწყვეტილი იკარუსი ისევ მიჰქროდა,
დუმდნენ მგზავრები, ყველა თავის გზაზე ფიქრობდა.

შენ კი გეძინა, ბედნიერი სახით გეძინა,
თითქოს შენს სულში არასოდეს ჯერ არ ეწვიმა.

თითქოს არ გქონდა მიწიერი რამ საზრუნავი, -
ისე დაჰქროდი ოცნებების ცისფერ ბურანში.

გეძინა ტკბილად, მთელი ღამის უძილოს, დაღლილს,
და შიშველ მკლავებს გიკოცნიდა ნიავი - ლაღი.

არვინ იცოდა, ვის უძღვნიდი სიზმრებში სიცილს,
ან დაღლილ ხელებს რად დაჰკრავდა სურნელი ქინძის...

რას გაექეცი, რას ელტვოდი, ვისზე ფიქრობდი,
სად მოიწყინე, სად გელოდნენ, საით მიჰქროდი...

1) თუ შენს თვალებზე
ცრემლი გაბრწყინდა,
და გული შენი მწარედ
მწარედ ატირდა,
თუ მეგობარი
გვერდით დაგჭირდა
მენდე ჩემს მეტი
არავინ გინდა!!!

2) უსიყვარულოდ არც ყვავილია ,
არც ნამი დილის,
უსიყვარულოდ ტირიფია და
ისიც ტირის.
უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს,
ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს
და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი
თმაგაწეწილი ქალივით ტირის 

3) \"ეკლიან ვარდებს
ისე ვერ დაკრებ,
ეკალმა ხელი
რომ არ გატკინოს,
ისე ვერავის
ვერ შეიყვარებ,
თვალიდან ცრემლი
რომ არ გადინოს!\"

4) მაგრამ ვაი რომ შენ არ მოხვიდე,
სხვა შეგიყვარდეს თავდავიწყებით
სხვისმა თვალებმა უფრო მოგხიბლონ,
ვიდრე გხიბლავდა ჩემი თვალები.

5) მემახსოვრები სულ მუდამ,მუდამ
არ ვიცი თავი რით შემაყვარე,
მაგრა ძლიერ ვგრძნობ მე ამ სიყვარულს,
რომელსაც კარგო გულით ვატარებ



7) გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი!
წვიმავ, - ეს შენ გეხება.
რადგან ზოგი შენი წვეთი
სატრფოს ტუჩებს ეხება.
ეს ტუჩები მე მეკუთვნის,
ვერავის ვერ დავუთმობ.
თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს
ჩემს ტუჩებით გავუთბობ.

გეყო, ცელქო წვიმის წვეთო,
დაიმოკლე ფეხები.
თმები - გინდა დაუსველე,
ტუჩებს ნუ შეეხები 

8) ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
ქალი, რომელიც გიყვარს 

9) მოვიდა დრო რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს
მე გაძლევ ფიცს რომ სიყვარული კინოს აღარ გავს
ვიცი ყოველთვის და ყველგან ატარებდი ცდებს
მე მოგცემ ძალას რომ მოერიო დაჟანგებულ ფრთებს
ხომ ხედავ ჩემი გაბზარული გული შენით ცემს
შენ იცი სიყვარული აზრი აღარა აქვს წლებს
მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს
მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს
მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ

10) მე მე ვარ! ნუ მე-სიყვარულები, ნუ მე-თანაცხოვრები, ნუ მე-სხეულები, ნუ მე-მეები რა! აი გამოჩნდი.. მოკლე კაბა ჩაგიცვამს, ეს ქვედატანის ქვემოთ დაქაჩვა ვიღამ გასწავლა? მოხვედი და ჩამეხუტე. არ მინდა შენი ჩახუტება, რატომ მაყენებ 1 საათი აქ პატარა ბიჭივით... ნაყინს რომ ვყიდულობთ ნუ მეუბნები ერთიც გვეყოფაო და მერე \"შემთხვევით\" მეორე ნაყინი ხელიდან მივარდება ... თვალებზე რა გისვია? რა პატარა გოგოსავით იპრანჭები! წამწამები აგიპრეხია ... არა რა სასაცილო ხარ! მაღალ ქუსლებზე შემდგარხარ და ნიავის ერთი წამობერვაც, რომ უკვე წაიქცევი, ალბათ მთელი ღამე სწავლობდი სიარულს ... რატომ შემომაჭდე ხელები კისერზე? რა პატარა გოგოსავით იქცევი! ნუ მე-სიყვარულები, ნუ მე-თანაცხოვრები, ნუ მე-სხეულები და ნუ მე-მეები რა!

11) - დე...
- მეთამაშე, დე...
- მეძინება, დე...
- ზღაპარი მომიყევი, დე...
- მაკოცე ,დე..
- მომეფერე, დე...
- მიყვარხარ, დე...
- მშია, დე...
- წავალ რა, დე...
- მომწონს, დე...
- მგონი მიყვარს, დე...
- პატარა აღარ ვარ, დე...
- გავთხოვდი, დე...
- მივდივარ, დე...
- რომ მოვიცლი გნახავ, დე... 
- მეც მენატრები, დე...
- რა გჭირს, დე...
- გეხვეწები, დე...
- არ მოკვდე, დე...
- არ დამტოვო, დე...
- მშვიდობით, დე...


15) გოგო, რომელიც, ყოველ დილით, კოკა-კოლის ბოთლით ხელში, კეპით, წითელი ჟაკეტით, მუქი ჯინსებით და თეთრი ბატინკებით, ფოსტალიონის ჩანთით მხარზე, The Beatles-ის მუსიკით ყურებში, შენ ფანჯრებთან, დაღმართზე ჩარბის...
გოგო, რომელიც, ყოველ დილით, სითბოთი გულში, ღიმილით თვალებში, Hello goodbye-ს ფონზე, კოკა-კოლის ცარიელ ბოთლს სანაგვეში აგდებს და \"პარნასში\" წიგნების გამოსატანად შედის...
გოგო, რომელიც უღიმის ადამიანებს შენი ფანჯრიდან, შენ ფანჯრამდე და მოწყენილია, როდესაც წვიმს შენ აივანზე ...
გოგო, რომელსაც უყვარს შენი სახლის უკნიდან ამომავალი მზე და ბედნიერია, როდესაც ხედავს მას, რადგან შეუძლია ხმამაღლა იყვიროს: Here comes the sun...
გოგო, რომელსაც შენი ქუჩის შემდეგ, ერევა ყველა სხვა ქუჩა (რადგან ორიენტაციის უნარი არ აქვს)...
გოგო, რომელსაც ამჩნევენ სხვები და უღიმიან, მაშინ, როდესაც მას ყურში ესმის: All we need is love...
გოგო, რომელიც ესალმება უცხო ადამიანებს, დაუკითხავად ედევნება უცნობებს და მათ მოძრაობას იმეორებს ქუჩის ბოლომდე...
გოგო, რომელიც, ყოველ დილით, ცრემლით თვალზე, ხურდას აწვდის მოხუც ქალს, სახელად Eleanor Rigby, რომელიც შენი აივნის პირდაპირ, ბაღის შესასვლელთან დგას... 


ბევრი რამე ხდება ცხოვრებაში...და მაინც რა არის თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრება?ცხოვრება,
მარტივად რომ ვთქვა,ეს არის \"ბევრი რამე\",რომელზეც ძალიან ცოტა რამ ითქმის.დიახ,ზედმიწ
ევნით არავინ იცის ერთმანეთის ცხოვრება,იციან მხოლოდ ზედაპირულად...და იციან მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ცხოვრება.
თუმცა,აქაც გამონაკლისი არსებობს:
გარკვეული ცხოვრებისეული მოვლენები
ხშირ შემთხვევაში მაინც ავიწყდებათ.
ცხოვრება_ეს არის წარსული,აწმყო და მომავალი.
თუმცა მომავალი ცხოვრება უამრავი ხალხის
ინტერესებს ექვემდებარება:
სურთ გაიგონ საკუთარი
მომავალი,ის მოვლენები,
რომლებიც მათ ან სიხარულს მოუტანს,
ანდაც,პირიქით_დაღუ
პავს.
სიმართლე რომ
ვთქვა,ასეთი ინტერესი ადამიანებისთვის
მეტად დამღუპველია.
ცხოვრება_ეს არის სიყვარული.
რაოდენ რთული და მძიმე ცხოვრებაც
არ უნდა გვქონდეს,ჩვენ ის მაინც გვიყვარს...
უფრო მეტიც,ცხოვრების სიყვარულის
შესანარჩუნებლად გაუცნობიერებლად
ვიბრძვით,და ამ ბრძოლას კი ტკბილი
მოგონებები იწვევს ხშირად.პირადად მე
ძალიან მიყვარს ცხოვრება და მოსაგონარი
კი მწარეც და ტკბილიც ბევრი მაქვს...

_სსუ,გაჩუმდი გთხოოოვ..
_არა,მისმინე,
ბოლომდე მისმინე
,მინდა დავამთავრო
სათქმელი.
_არა,გეყოფა,
გაჩუმდი გთხოოვ...
_მთელი ცხოვრება
დაგელოდები,
სიგიჟემდე...
_გაჩუმდი!_
შეაწყვეტინა მან და
თვალებიდან ჩამოგორებული
ორი ცრემლი მის მკერდზე
დაყრილ კულულებს დილის
ცვარივით დააჯდა.
_შენ ხომ იცი,რომ მე სხვა...
_ვიცი..ვიცი და სწორედ ესა
მკლავს,მტანჯავს და
მმარხავს ცოცხლად...
_მე წავედი...
_არა! ნუ მკრავ ხელს,
მე ხომ არაფერს გთხოვ...
მე უბრალოდ გითხარი...
ის გითხარი,რასაც გული
ვეღარ იტევდა...მე ხომ
შენით ვცოცხლობ,
შენი ხილვა მატკბობს,
შენთან საუბარი
მაცოცხლებს,შენს ლამაზ
თვალებს მინდა რომ
ვუყურო სულ...
ხელს ნუ მკრავ გთხოვ...
მე დაგელოდები...
იქნებ ოდესმე შემომხედო
ცოტა სხვა თვალით,
იქნებ ჩემშიც დაინახო
ის სხვა კარგი რასაც
შენ მასში ხედავ...
_გაჩუმდი...ახლა უკვე ჩაიჩურჩულა მან,აცახცახებული ხელი
ტუჩებთან ისე აიფარა,რომ მისი ნაზი ხელის გული იმ წუთებში
უაზროდ მანათობელ მზეს მიეგება.
_მიყვარხარ!
_გაჩუმდი...
ჩურჩულებდნენ ისევ
მისი ტუჩები...
_ის არ არის შენი
სიყვარულის ღირსიი!!!
_მაპატიე..მე წავედი...
თქვა მან,მოტრიალდა
და ნელი ნაბიჯებით
დატოვა იგი...
რაც უფრო იზრდებოდა
ნაბიჯების რაოდენობა,
ინგრეოდა მათი მეგობრობა,
რომელიც წლების მანძილზე
ამაყად ნავარდობდა...
ცრემლი კი ისევ ცვარის როლს თამაშობდა...

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 1261 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz