ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 3:34 PM
მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » ცოტა-ცოტა

4:48 PM
ცოტა-ცოტა

ცოტა-ცოტა, ბევრი არა
ცოტა-ცოტა გინატრე.
წვიმდა, ცოტა გადიდარა,
ცოტაც შენ შეგინახე.
ცოტა-ცოტა ამატირეს
გუშინდელზე ფიქრებმა.
ცოტა-ცოტა დანაპირებს
შეგისრულებ იქნება.
ცოტა ტყუილს, ცოტა მართალს,
ცოტას თვალებს აგიხელ,
შენს იქეთ რომ სხვა არა მყავს
გავბედავ და გაგიმხელ.
ცოტა სითბოს, ცოტა ალერსს,
ცოტას მოგეფერები.
როგორ იტან მარტო ამდენს
მოდი, მომე ხელები.
ცოტა-ცოტა ბევრი არა
ცოტა-ცოტა გამიგე.
დრომ უშენოდ გაიარა,
მოდი კარი გაგიღე.
ცოტა-ცოტა ზღაპარ იყო,
უფრო მეტი სიმართლე.
წვიმდა. . . ცოტა გადაიღო,
მოდი! მართლა გინატრე!

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 928 | დაამატა: kvaxadze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz