შევედი თუ არა კლასში ერთი უცნო გოგოს გარდა ვერავინ დავინახე. გამიკვირდა მას პირველად ვხედავდი. პატარა ტანის გოგო იყო, შავი თმებითა და თაფლისფერი თვალებით. შევტრიალდი და ბოლოში გავედი ჩემი ადგილის დასაკავებლად. ჩანთა დავდე ტუ არა გოგონას მივუახლოვდი და გამოლაპარაკება დავაპირე. -გამარჯობა.შენ ახალი ხარ?-გოგონა შემოტრიალდა თავისი თაპლისპერი თვალები მომაპყრო და მშვიდად მიპასუხა. -გაგიმარჯოს. ხო ახალი ვარ. მე თამთა მქვია შენ?-მე არ დავიბენი და სწრაფად ვუპასუხე. -ლიზი... სასიამოვნოა...-გავუღიმე და მანაც პასუხად გამიღიმა. შევამჩნიე მერხზე პროექტი ედო და სწრაფად ვკითხე.-ეს შენი პროექტია? -ხო ჩემია, როგორც კი გავეცანი გეოგრაფიის მასწავლებელს, იმწუთას დავალება ჩამანიშნია, აუცილებლად მომიტანეო-თქვა და გაეცინა. -მერე სანამ მარტო ვართ და დაფა თავისუფალია გავაკრათ თორე მერე ხელში დაკავება მოგიწევს. დამიჯერე ჯობია გავაკრად ხელში ვერ დაიკავებ და ისე ვერ წაიკითხავ. მე მარტო ვერ გავაკარი, თან ახალი ვარ არ ვიცოდი...-შეიშმუშნა თამთა. -მე დაგეხმარები, მოდი.-ვუთხარი და პროექტი გავშალე. ზედ ულამაზესი ნახატები დავინახე. მართლაც ლამაზი იყო. პროექტი ულამაზეს ადგილებზე გვქონდა გასაკეტებელი. სურათები შეიძლებოდა ჩაგეკრათ მაგარმ მას ჩახატული ჰქონდა. -ეს შენ დახატე? -ხო. ლამაზია? -ძალიან- ვუპასუხე მე და ამჯერად ნახატს დავაკვირდი. მასზე შემოდგომის სურათი ეხატა. ბევრი ხეები ერთად ჩამწკრივებულიყო და ბილიკს მიუყვებოდა, ხეებზე ფოთლები თითქმის არსად ჩანდა. ახლა მეორე სურათს დავაკვირდი. ის წინა სურათის გაგრძელება იყო. ხეები რომელიც ბილიკებს მიუყვებოდა შორიახლოს მოჩანდა და მთავარი აქ ყვავილებით მორთული ფანჩატური იყო. ვარდისფრად შეღებილი და ვარდებით გადატვირთული. ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ ვწყვეტდი. მალევე გაკვრა დავამთავრეთ და ორივე ჩვენ-ჩვენ ადგილს დავუბრუნდით. კლასში ჩვენს მეტი არავინ იყო ამოსული. ფანჯრიდან გადავიხედე და დავინახე ბავშვები თანდათან როგორ შემოდიოდნენ სკოლაში. გარდა ენისა და ლიკასა რომლებიც ერთად იდგნენ და ელოდნენ როდის დამთავრდებოდა კარებში ბავშვების ჭეჭყვა. ისინი უდარდელად იდგნენ, ერთმანეთზე იდაყვი ჰქონდათ გამოდებული და ბავშვებს შესცქეროდნენ. ხანდახან ენიო ბოროტულად გადაულაპარაკებდა ლიკას და ვინმე ბავშვზე მიუთითებდა შეხედეო, ორივე ჩაიცინებდნენ და ისევ სხვაზე გადართვებოდნენ. მოწყენილმა სწრაფად შემოვყავი თავი და ისევ სურათს მივაშტერდი. თანდათან ბავშვებით შეივსო კლასი. სიჩუმის მაგივრად ახლა დიდი აურზაური დადგა. ოთახში გაღიმებული ლაშა შემოვიდა. ოთახის ცენტრში გაჩერდა და კლასი მოათვალიერა. ბოლოს თვალი ჩემზე შეაჩერა და ჩემსკენაც დაიძრა. დიდად არ გამხარებია მაგრამ არც მწყენია მისი სიახლოვე. გვერდით მომიჯდა და მკითხა. -ლიკა დღეს ენისთან ჯდება... ადგილი გავუცვალე... სულ...-ამოღერღა ძლივს-ძლივობით, ეშინოდა არ მწენოდა. მეგონა დაამთავრა რამის დამატება მაგარმ ჩემი მოღუშული სახე როცა დაინახა ამის თქმის მერე დაამატა-ხომ შეიძლება აქ დავჯდე?-ყველა ეს სიტყვა გულზე მომხვდა და კიდევ უფრო მოვიწყინე. მეტირებოდა თან ძალიან, ძლივს ვიკავებდი, მაგარმ ერთი ბრჭყვიალა წვეთი ცრემლისა მაინც ჩამომივარდა. იმწუთავეს მოვიწმინდე. ვიფიქრე ლაშა ვერც შეამჩნევსთქო ისე სწრაფად მოვიწმინდე მაგრამ შევცდი. ფეხზე წამოდგა და მითხრა. - კარგი თუ არ გინდა დავჯდე შენ გვერდით გადავჯდები არაუშავს, არ მეწყინება.- ერთი ნაბიჯი გადადგა და გავაჩერე. ის არაფერ შუაში იყო. მე ხომ იმის გულისთვის არ ვტიროდი რომ ის გვერდით დამიჯდა, იქამდე სანამ ლიკა არ დაბრუნდებოდა. - არა, გაჩერდი- ლაშა შემოტრიალდა და გაკვირვებული მზერა მომაპყრო.მე გავაგრძელე რადგან ნათქვამი საკმარისი არ იყო.- შენ არაფერ შუაში ხარ, მართლა არ გეწყინოს... დაჯექი თუ გინდა არ გიშლი.- ამის თქმა და ზარის დარეკვა ერთი იყო. მე თავიო ჩავხარე და დაველოდე მასწავცლებელს რომელიც ჩვენ გვიმზერდა. პირველი გეოგრაფია გვქონდა და ისე შემოვიდა მასწავლებელი ვერც შევამჩნიე. ლაშა გაშეშებულიყო და ვერ გადაეწყვიტა დამჯდარიყო თუ არა. მასწავლებელიც მიხვდა და მიეხმარა. -გაბუნია, ლიზისთან დაჯექი!- ლაშა მიტრიალდა და მასწავლებელს შეხედა, მასწაცლებელმა კი განაგრძო- ლიზისტან დაჯდები და იმედია მასთან მაინც არ ამოიღებ ხმას და არ აალაპარაკებ მას. და თუ შეგამჩნიე რომ გადაულაპარაკე გარეთ გისვრი. შენი ლაპარაკი უკვე ყელში მაქვს ამოსული. დაჯექი!!!- დაიბუბუნა მან და მექანიკურად ლაშაც მომიჯდა გვერდით. დაგვიანებული ენი და ლიკაც შემოვიდნენ. მასწავლებელს გაკვირვებისაგან თვალები შუბლზე აუვიდა ისინი ერთად რომ დაინახა. მაგარმ დიდი ყურადღება არ მიუქცევია მხოლოდ ადგილების დაკავება სთხოვა. მასწავლებელმა პროექტების გამოკითხვა დაიწყო. ლაშა კი თავის ჩანთაში რაღაცას ეძებდა. დავინახე ბოლოს ერთო რვეული და კალამი ამოიღო, რვეულში რაღაც დაწერა და გამომიწოდა. მექანიკურად დავიხარე და წავიკითხე. „მე თუ არაპერ შუაში ვარ მაშინ ვინ არის შუაში?"-მეც მალევე მივაწერე- „ისეთი არაფერია შენ არ გეხება და ნუ მეკითხები" ლაშა- „გთხოვ მითხარი მინდა ვიცოდე" მე- „უბრალოდ გული მწყდება..."- აღარ დავასრულე. ლაშა- „რაზე?" მე- „რაზე არა ვიზე... ლიკაზე, ერთადერთი დაქალი ენიმ წამართვა, სულ მარტო დავრჩი"- დავწერე და თავი დავხარე. ესეც არ დაუტოვებია უპასუხოდ. ლაშა- მარტო არ ხარ, მე გყავარ, შენ გვერდით ვარ და არასოდეს მიგატოვებ".- დავიბენი აღარ ვიცოდი რა დამეწერა. კალამი დავდე და რვეული გავწიე. ლაშამ რვეული ისევ თავისთან წაიღო, რაღაც ჩაწეწრა და ისევ გამომიწოდა. ლაშა- „გეწყინა?" მე- „არა არ მწყენია." ლაშა- „აბა რატომ დადე პასტა? აშკარაა ჩემი ნათქვამი არ გესიამოვნა"- აი ეხლა რაღა დამეწერა ნამდვილად აღარ ვიცოდი. დავიხარე და ფიქრი დავიწყე, მაგრამ გამაწყვეტინეს. გეოგრაფიის მასწავლებელმა ჩემი სახელი ამოიკითხა და ფეხზე წამოვდექი. მეგონა გადავრჩი ამ კითხვას მაგრამ შევცდი... წინ უფრო უარესი მელოდა... ლიზი შენი პროექტი გამოიტანე და გამოდი დაფასთან- მითხრა მასწავლებელმა. მე ლიკას გავხედე რომელიც უდარდელად ლაპარაკობდა ენისთან. არ დავიბენი და ვუპასუხე. -მე ლიკას პროექტში ვარ გაერთიანებული -კარგი მასინ ლიკა შენც გამოდი და ერთად წარადგინეთ პროექტი.- ლიკა დასერიოზულდა და თქვა -ლიზი ჩემს პროექტსი არ არის, ჩემს პროექტში ნ ენია გაერთიანებული, ლიზის ეშლება... -რა????- გავაწყვეტინე მე. - დიახ მასწავლებელო, ლიზის პროექტი არ მოუმზადებია და ლიკას და მე გვთხოვა ჩავესვით ჩვენთან მაგრამ ჩვენ არ ჩავსვით.- დაამატა ირონიულად ენიმ. თითქოს მომკლეს. მუხლები მეკვეთებოდა მაგრამ როგორღაც ვიდექი. ლამის გლი წამსვლოდა. ჩემს თვალწინ ბავშვობის მეგობარი სრულიად უცხო პიროვნებად გარდაიქმნა. ვუყურებდი და ვერ ვცნობდი. ეს ლიკა იყო? თავი ჩახრილი ჰქონდა და ხმას არ იღებდა. - მაშინ ლიზი მე ვიცი რაც უნდა დაგიწერო. დაბრძანდით სამივე.- თქვა მასწავლებელმა და ჟურნალში ჩაიხედა. - მასწავლებელო არ დაუწეროთ ცუდი ნიშანი!!!- ლამის დაიღრიალა ლაშამ. - ეს ვინ არის ასე რომ ყვირის? წამოდექით!!!! -ლაშა გაჩუმდი გაგიჟდი?-გადავუჩურჩულე მე მაგრამ არ მომისმინა ფეხზე წამოხტა და მასწავლებლისკენ გაიხედა. შემდეგ მე გამომხედა და ჩუმათ მითხრა - არ გავჩუმდები ეს შენთვითონაც იცი.- მერე ისევ მასწავლებელს მიუტრიალდა განაგრძო.-მასწავლებელო ბოდიშს გიხდით ჩემი წამოყვირებისთვის მაგრამ ვფიქრობ თქვენი გადაწყვეტილება უსამართლოა. არც ენის აქვს დავალება, მანაც ლიკას თხოვა პროექტში ჩაესვა ისე რომ ლიზი ამოეგდო. ცოტა ეგოისტურია, ცოტა კი არა ძალიან. ტუ სამართალი გინდათ ლიზის არ დაუწეროტ ცუდი ნიშანი და ენის დაუწერეთ ის ნამდვილად იმსახურებს 2იანს, ლიზი კი არა- თავი ჩავხარე ისე შემრცხვა, ყველა მე მომშტერებოდა მათ შორის მასწავლებელიც. ჩუმად გავაპარე ენისკენ მზერა და შევეჩეხე მის სიძულვილით აღსავსე მზერას. ის მე მიმზერდა როგორც მტერს, როგორც საშინელ არსებას, მაგრამ ვიცოდი რომ სინამდვილეში მე კარგი ვიყავი, ნუ მასთან შედარებით მაინც. მე თავს არ ვიქებ მაგრამ ისეთი შურიანი არ ვიყავი როგორიც ენი იყო. ისევ დავწიე თავი და მასწავლებლის მოლოდინში ყველა ბავშვი გაირინდა. -ესეიგი შენ ფიქრობ რომ არც ერთს არ უნდა დავუწერო ცუდი ნიშანი?- დაიბნა მასწავლებელი და ლაშას მიაშტერდა. - კი ცუდი ნიშანი უნდა დაწეროთ მაგრამ მხოლოდ ენის, ლიზის არა!!! არც ლიკას!!!- დააზუსტა ლაშამ. - რატომ გგონია რომ მხოლოდ ენის ეკუთვნის ცუდი ნიშანი? -ვიცი ლიზის რაიმე პრობლემა ექნებოდა და მიტო ვერ დაწერდა აი ენიკი სრულიად თავისუფალი გახლდათ და არ დაწერა. -შენ საიდან იცი რომ ენი თავისუფალი იყო და არ დაწერა? ან ლიზი რომ დაკავებული იყო? -ენი კი ვიცი ზუსტად რომ თავისუფალი იყო. როგორც კი გაკვეთილები გამოვიდა ენი დაქალებთან ერთად დაბადებისდღეზე და მეც თან წავყევი. არამგონია მოესწრო დაწერა. -დაამატა ირონიულად-ლიზი კი არ ვიცი რას აკეთებდა... - ესეიგი შენც არა გაქვს პროექტი ხო? მაშინ სამივეს დავუწერ ორიანს!!! -მე მასწავლებელო ეს იმიტომ გითხარით რომ ლიზისთვის არ დაგეწერათ ორიანი და ახლა ყველას გვიწერთ?- თქვა უკმაყოფილო ლაშამ, ირგვლივ კი ყველა ხარხარებდა. - სიჩუმე!!!- დაიყვირა მასწავლებელმა და ყველა გაჩუმდა.-კარგი მარტო თქვენ ორს დაგიწერთ ეხლა ორიანს და ლიზის შანს მივცემ. თუ ხვალ არ მექნება შენი პროექტი ჩათვალე ორიანი გიწერია და ხომ იცი ფრიადოსანი ხარ ნიშანი არ გაიფუჩო!!!- დამარიგა მასწავლებელმა, მე თავი დავუქნიე და ისევ ჩავხარე. უკმაყოფილო ენიმ ერთი დაიჩყანა და თქვა - მასწავლებელო მე რატო უნდა ჩამიწერით ორიანი? -ტყუილისთვის.- მოკლედ მოუჩრა მასწავლებალმა. -მაგამ... -არავითარი მაგრამ... ახლავე დაჯექი და ახალ გაკვეტილს მოუსმინე.- გააწყვეტინა მასწავლებელმა და გაბრაზებული ენიც დაჯდა. მასწავლებელმა გაკვეთილის ახსნა დაიწყო. მე ისევ თავი მქონდა ჩახრილი და ვფიქრობდი რა უნდა მიმეტანა ხვალისთვის. ლაშამ თავის რვეულში ისევ დაწერა რაღაც და რვეული გამომიწია. -„კარგად ხარ?" მე- „კი" ლაშა- „შენ სახეზე სიხარულს ვერ ვხედავ..." მე- რატო უნდა ვიყო გახარებული? ლიკამ ზურგი შემაქცია, ხვალისთვის პროექტი მაქვს მოსამზადებელი. ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, ძალიან გთხოვ თუ არ გეწყინება ნუღარ დაწერ რამეს"- ლაშამ როგორც კი წაიკითხა მიწერილი იმწუთას ჩემსავით დახარა თავი. მე? როგორ ვიყავი? ცუდად... ძალიან ცუდად... ტირილი მინდოდა მაგრამ მანამდე პირველი, ლიკასთან საუბარი. გადავწყვიტე როგორც კი გაკვეთილები გამოვიდოდა იმწუთას დავლაპარაკებოდი, მეორე პროექტს რამეს მოვუხერხებდი, და მესამე, ყველაზე მთავარი ლაშა. ის იყო ყველაფერი, მის გამო ვძულდი ენის, მას ხომ ლაშა უყვარდა, ლაშას კი მე, ამისთვის რამე უნდა მომეხერხებინა...