ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 10:38 PM
მთავარი » სასიყვარულო, ლექსები
მე მომენატრე და ამიტომ გწერ
მე მომენატრე და ამიტომ გწერ... 
 მე იმას მოგწერ, რაც არ მითქვია.. 
 გაცნობის დღიდან გულში მიზიხარ, 
 შენი გული კი მგონი სხვისია. 
 მე მინდა შევსვა ღვინო ფიალით 
 და დავივიწყო, რომ ჩემი არ ხარ. 
 წამით რომ მაინც გადაგივიწყო 
 და არ ვიფიქრო ამ წუთში სად ხარ. 
 მე მინდა დავთვრე ჯერ დაუთრომლად... 
 დღეს უშენობა საშინლად მიმძიმს, 
 სევდიანი ვარ როგორც არასდროს, 
 ახლა ვერავინ დამიშლის ტირილს. 
 მგონი ვგიჟდები .ამ წუთში, ახლა, 
 მე გამაგიჟა შენზე ფიქრებმა. 
 ახლა დავთვრები და მონატრების 
 უკანასკნელი რამე იქნება. 
 თუ გიყვართ ვინმე, ერთად დავლიოთ. 
 დარდით ოცნებას დავეძალებით. 
 მოდით, დავთვრეთ და გადავივიწყოთ, 
 რომ ჩვენს სიყვარულს არ ვენატრებით... 
 დავლიე ღვინო და დავითვერი, 
 მაგრამ ფიქრები მაინც მათოვდა. 
 გინდ მთვრალი ,ვიყო გინდა ფხიზელი, 
 აზრი არა აქვს, მაინც მახსოვხარ!!!

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:1008 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ
ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ, 
 გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო, 
 შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან, 
 რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო. 
 გაცრეცილ წარსულს ვებღაუჭები შიშველი ხელებით, 
 მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ, 
 ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე, 
 განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას? 
 დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ, 
 და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა, 
 მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი 
 და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:857 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
კარგად არ გიცნობ, მაგრამ მიყვარხარ
კარგად არ გიცნობ, მაგრამ მიყვარხარ, 
 ამ პატარა გულს ვერ გაექცევი, 
 მე გამოგკეტე ამ ოთხ კედელში 
 და ეს სიცოცხლე შენ მოგიძღვენი. 
 თუ ისე წავალ მე ამ ქვეყნიდან, 
 რომ არ მეღირსა შენი ალერსი, 
 სიზმარშე, ერთხელ მაინც მიხილავ 
 და ათრთოლდება შენი ტუჩები. 
 როცა ჩახედავ ამ ლამაზ თვალებს 
 და აცრემლდება შენი თვალები, 
 შენ მაშინ იტყვი, რომ შენც გიყვარდი, 
 მაგრამ ამ ქვეყნად, აღარ ვიქნები

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:980 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
მკლავს უშენობა...
მკლავს უშენობა... და ვერ ვიშორებ... 
 წარსულს დავეძებ, ისევ ფერებით... 
 ისე მაგიჟებს შენი სიშორე, 
 ვიცი ოდესმე მომეფერები... 
 მკლავს უშენობა... ასე მაცდური... 
 წარსული ისევ ისე მიგონებს... 
 მომნატრებიხარ ვით გაზაფხული... 
 მონატრებიხარ ლექსს და სტრიქონებს... 
 მკლავს უშენობა... ჯერ არნახული... 
 ასე მაცდურად რომ მითვალთვალებს, 
 შენა ხარ ჩემი ტკბილი წარსული... 
 წარსული, ასე რომ გავს მაგ თვალებს... 
 მკლავს უშენობა... სევდა ფარული.. 
 ვგრძნობ უშენობა მაინც ჭორია... 
 ალბათ ადრეა ჯერ დასასრული, 
 დასასრულამდე კიდევ შორია... 
 მკლავს უშენობა... ისევ ასეა... 
 

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:968 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
გულო, მართლა იცი თურმე ატკივება
გულო, მართლა იცი თურმე ატკივება, 

 შემოდგომის ფოთოლივით დარდიანო; 
 გებრალება ყველა, ვინც კი ატირდება 
 და უბრალოდ, სულ უბრალოდ მადლიანობ. 
 გულო, მართლა იცი თურმე სიყვარული, 
 შენ ერთს ეტრფი, როცა ყველა მადიანობს, 
 დგახარ შენთვის, ტირიფივით განაბული 
 და გაცრეცილ მარტოობით ნაღვლიანობ. 

 დაიბუდებს შენს გარშემოც უკვდავება, 
 უკვდავება ტკივილებზე ვარდიანობს... 
 გულო, მართლა იცი თურმე ატკივება, 
 შემოდგომის ფოთოლივით დარდიანო.

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:959 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
მამაკაცებო გაუფრთხილდით ოცნების ქალ�
მამაკაცებო გაუფრთხილდით ოცნების ქალებს 
 მჟავე ცრემლებით ნუ დაულპობთ საკოცნელ თვალებს, 

 ტყუილს იტყვი და მოკლე ფეხი მალე გაცვდება, 

 თქვენი პირობა ფარატინა ფურცელს დარჩება... 

 სიტყვა კაცური რომ დაფასდეს ამას ეცადეთ, 

 ქალის ტკივილი მცირეოდენ თქვენც განიცადეთ, 

 კავალერი ხარ? ნუ ეცდები იყო დროებით, 

 ნუ მიუხედავ ქალბატონებს ნიშნის მოგებით. 

 ქალს დაანახე მის გვერდით რომ მართლა კაცია, 

 არ ათქმევინო რომ შარვალი ტყუილად გაცვია, 

 თუ შეიყვარებ არასოდეს ატკინო გული, 

 ნუ მოატყუებ იყავი მართლა შეყვარებული!... 

 ეცადე სული აამაღლო საკუთარ თავში, 

 და ანგელოზი დაინახო საყვარელ ქალში

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:913 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
« 1 2 3 4 5 6 7 ... 31 32 »
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz