ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


პარასკევი, 2025-06-27, 1:38 AM
მთავარი » სასიყვარულო, ლექსები
სულ მელანდები
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, 
 რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... 
 იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, 
 ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები! 

 ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, 
 მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... 
 ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება 
 და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი... 

 დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, 
 დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... 
 როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი... 
 მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:920 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
მიყვარს დაფიქრება,მიყვარს სიყვარული
მიყვარს დაფიქრება,მიყვარს სიყვარული,
ქვეყნად ბევრგან არის მსგავსი სიხარული,
მიყვარს სინატიფე,ლამაზ პირთა სივრცე,
ნაზი მოფერება,ტკბილი მოგონება.
მიყვარს,როცა წვიმა ნამავს გამშრალ ასფალტს,
როცა ზეცა ღამით ვარსკვლავთ კრებას მართავს,
მთვარე,სავსე მთვარე, მიყვარს,მუდამ ვეტრფი,
მიყვარს მზე და მთვარე,მიყვარს...და არც ვმალავ.
 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:946 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
ნეტავ რა ხდება
ნუთუ გაწვიმდა ჩემს გულშიც ბოლოს
და სიხარულმა მეც მომაკითხა
აღარ მივრბივარ არ ვეძებ სოროს
ვხედავ პასუხებს შორს მომავლიდან

გაზაფხულია მზე აკაშკაშებს
მინდვრის ყვავილებს ასდით სურნელი
ისინიც უკვე გრძნობენ სიცოცხლეს
დღეა ღამეა არის სულ ერთი
 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:941 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
..ერთხელ სკოლაში...
მახსოვს ლამაზი გოგო სკოლიდან
ზეიმზე ჩემტან არ სურდა ცეკვა..
ის წყენა გულთან ხინჯად მოვიდა
და ხასიათში თანდათან შემყვა;;.


 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:1333 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
მე ახლა მივხვდი
მე ახლა მივხვდი,რატომ სვამენ კაცები ღვინოს,
თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს,
შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის
დათვრებიან და,სულ ბახუსის ფრთებით დადიან.
 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:826 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
ერთს როცა ერთი ემატება
ერთს
როცა ერთი ემატება
ყოფილა ....
სამი.
სთქვა სიყვარულმა
პირველყოფილმა.
სთქვა და
კრუსუნით შეაწება
ადამი ევას,
არად დააგდო ცათა შინა ქვეყნისა წყევა.
დაიბინდება ყველაფერი
ჟამი დაწდება....
ორს თუ მივიღებთ
როცა ერთი ერთს ემატება.
 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:1032 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 31 32 »
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz