ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 9:40 PM
მთავარი » სასიყვარულო, ლექსები
მე შენ მიყვარხარო...
მე 
 შენ 
 მიყვარხარო... 
 ჩუმად ჩაგჩურჩულე, 
 შენ კი ამიხლართე გზები, 
 ვიღაც სხვა მეტრფისო, ფიქრი გამირთულე 
 ჭირსაც წაუღია სხვები. 


 შენ 
 მიყვარხარო... 
 ზეცას დავაწერე 
 შენზე შევღაღადე უფალს, 
 გული გამომექცა ვეღარ გავაჩერე 
 შენი სიყვარული ღუპავს. 

 მე 
 შენ 
 მიყვარხარო... 
 ხელებს გიკოცნიდი 
 შენთან სიახლოვე მსურდა, 
 სხვებიც მეტრფიანო ასე მპასუხობდი 
 პასუხიც ასეთი უნდა. 

 მე 
 შენ 
 მიყვარდი თქო.... 
 ამას მოგაძახებ 
 გულს კი ჩამოვკიდებ ბოქლომს 
 ვერცხლი რომც მაძლიონ მაინც არ მივიღებ 
 გული შეგეჩვია ოქროს

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:993 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
მე შენ მიყვარდი
მე შენ მიყვარდი, გიძღვნიდი ლექსებს,
 შენ სხვა ქარებმა გაგინაპირეს.
 მე შენ მიყვარდი როგორც მზის სხივი,
 სხივი რომელიც აღარ ასხივებს.

 შენში ვხედავდი ზეციურ ფერებს,
 დედამიწაზე სამოთხის ხედებს.
 ჩემთან მოჰყავდი ყოველთვის სიოს,
 გულში ცხოვრობდი, დაგქონდა სითბო.

 შენში მიყვარდა გამოდარება,
 მორცხვი ღიმილი, თვალთა ნათება.
 შენში მიყვარდა ქალი თავნება,
 ქალმა რომელმაც დრო გააჩერა...

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:959 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
სულ მაფიქრებდა მე ეს სამყარო
სულ მაფიქრებდა მე ეს სამყარო
 მრავალი აზრით თავბრუხვეული
 სადაც არსებობს ადამიანი
 დიდი გრძნობებით გაბრწყინებული

 ყველას როდი აქვს პიქრი მთვარეზე,
 და ან ვის ესმის სიტყვები წვიმის,
 მე დავინახე ეს შენს სახეზე, 
 და უშენობა ძალიან მიჭირს.

 ნეტავ შემეძლოს, უცებ წავშლიდი,
 თვალებს, რომელიც მუდამ თან მახლავს,
 რას ვიფიქრებდ თუ მისი ცრემლი,
 მე ჩამძირავდა ასე თანდათან.

 სასაცილოა რომ უფიქრდები,
 რისთვის არსებობ და რისთვის ცხოვრობ, 
 შენ მოგიძღვენი ეს დიდი გრძნობა
 ის შენ მოკალი, ახლა კი გლოვობ.

 ეხლაც ლექსებს ვწერ დაბრმავებული, 
 გული მკარნახობს, სულელი გული,
 შენი გაცნობის დღიდან წვიმს ჩემთან
 ეცლაც არ არის გადაღებული

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:944 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
თუკი ეულად იგრძენი თავი
თუკი ეულად იგრძენი თავი,
 თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
 გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
 შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
 თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
 თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
 არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
 შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
 თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,
 იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
 ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
 ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
 თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
 თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს,
 ის გაიხსენე... ის, ვისი სუნთქვაც
 ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს.
 მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
 მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი,
 და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა,
 შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალ

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:1073 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
მე შენში მიყვარს
მე შენში მიყვარს შენი სამყარო,

 დრო შენზე ფიქრში მინდა ვატარო,

 მე შენში მიყვარს შენი ღიმილი,

 გული სავსეა დიდი ტკივილით,

 მე შენში მიყვარს შენი თვალები

 და შენს თვალებში ცისკრის ალები,

 მე შენში მიყვარს ლამაზი ბაგე,

 შენი ცრემლებიც და შენი სახე,

 მე შენში მიყვარს, რაც შენ არ იცი,

 შენს წუხილს შენზე მეტად განვიცდი,

 მე შენში მიყვარს უმანკოება,

 გამორჩეული უბრალოება..

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:957 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
მე ის სევდიანი წამიც მიყვარს
მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
 ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
 მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო
 და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
 თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
 როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
 ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
 ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
 ო,რა მონდომებით ვამზადებდი
 შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს
 ნეტა მაშინდელი სიხარული
 შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს.
 ახლაც ისევ ისე მენატრები
 და არც მიეცემი დავიწყებას,
 მარტო ეს ლექსები წაიკითხე
 და არ დამჭირდება დაფიცება.
 ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები,
 არც მე დამკლებია სიყვარული,
 მაგრამ არასოდეს მომასვენებს,
 შენთან განშორების სინანული.
 შენი მონატრება ტკივილია,
 თურმე ასე არვინ მყვარებია ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
 შენი გახსენების წამებია.

 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ლექსები| ნანახია:956 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
« 1 2 3 4 5 6 ... 31 32 »
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz