ადმინი ხაზზეა

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

საიტის მეგობრები

მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS


სასიყვარულო საიტი


ხუთშაბათი, 2025-06-26, 5:56 PM
მთავარი » სასიყვარულო, ჩანახატები
ნაწყვეტი პიესიდან გრძნობათ გავაზი

მჭირდები, მენატრები ძალიან. არ ვიცი არაფერი, უაზრობაა ყველაფერი, უაზრობა აზრიანი.
ქაოსი, წესრიგის ქაოსი, შფოთი ბოდვა როტვა, დამსახურებული ცრემლი.
გული ანთებულ ჩამქრალ ჩამწვარი, უღირს ღირსეული,უსუსური, სასტიკი, საშინელი, დაუნდობელი, ღვთის მოსავი, კეთილი, შეყვარებული, შეზიზღებული, ერთად და ცალკე, ყველასგან და ერთეულებისგან.


 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ჩანახატები| ნანახია:925 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
ორის ცრემლიდან

_თუ აქაც ზედმეტი ვარ? წავიდე? მაგრამ რას იფიქრებენ?ფარხმალი დავყარაო…. წამოდგა და კარისკენ დაუფიქრებლად გაემართა, შემომხედე თუნდაც სანუგეშებლად…
_ზედმეტი? იკითხა და ირონიულად გაიღიმა… წადი… გაექეცი…
_მართალი ხარ. ასე მინდა რომ ჩემს თავს დავემალო, რაღაც საქმეეებს ამოვეფარო…
_ეფარე… გაექცევი ყველას, მტერს, მოყვარეს, დამნაშევეს, დანაშაულს, სასჯელს, სამართალს, უსამართლობას, კაცს თუ ქალს, გარდა საკუთარი თავისა.


 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ჩანახატები| ნანახია:880 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
მეზობლები

შევედით თუ არა, სუფრა გამოაცვლევინა მოხუც დიასახლისს. ძველი, ყვავილებიანი პოლიეთილენის მუშამბა ააღებინდა, შიგადაშიგ ბასრი დანისგან იარები რომ ეტყობოდა და თეთრი, ვარდებამოქარგული გადასაფარებელი მოირგო ხის მრგვალმა, ფეხმორყეულმა მაგიდამ.
მეზობლის ძაღლი გამეტებით იყეფებოდა ჩვენი ოთახისაკენ.
- ნუ წუხდებით ქალბატონო..
- ნინა, შვილო, - გაგვიღიმა მოცუხმა, - ნინა ბებო დამიძახეთ, რა შეწუხებაა.
ცოტახანში ოჯახის უფროსიც შემოვიდა. მაღალი და კუშტი კაცი ჩანდა. დიდი, გათეთრებული წვერით და ზორბა წარბებით. დოქი მაგიდაზე შემოგვიდგა და თვითონაც ჩამოჯდა. უხმოდ აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა, წვერი ხელით გაისწორა და აშკარად მიხვდა რომ უხერხულად ვგრძნობდით თავს.


 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ჩანახატები| ნანახია:909 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
გველი პერანგში

– რა ცხვარივით ხალხი ყოფილან ეს ქართველები, ბახორ. არა და გარნისთან კინაღამ მოგვერივნენ...
– მოგვერივნენ არა, ჯალალი გვიმყოფა კარგად და მონღოლებსაც დედას ვუტირებთ...
– გვერეოდნენ ბახორ, მართლა გვერეოდნენ, მეწინავეში ვიყავი მაგ დღეს, მაგრად დაგვიდგნენ, დროზე ვერ მიაშველეს ჯარი მეწინავეებს და მაგით იყო , რომ ვძლიეთ, ისე მგონი ვერ კი არა, არ მიაშველეს!!! ჯალალი მოისყიდდა ვინმეს, ბრძენი და მამაცია ჯალალ
– რად უნდათ ამათ მოსყიდვა? აკი გითხარი –ცხვრები არიან, დედაკაცი და ბალღი დაუხატიათ და იმაზე ლოცულობენ, –ეგაო ღმერთიაო და ის კიდე დედა არისო იმისიო, სად გაგონილა ღმერთს დედა ჰყავდეს?.. თანაც სალოცავის მაღლა ორი ჯოხი გადაუბიათ ერთმანეთზე და ეს გადაბმული ჯოხებია მაგათი ძალა...
– სადღაა ჯოხები? მოანგრევინა გუმბათი ჯალალმა, ტახტი შემოდგა ზედ და იმ ქალისა და ბალღის სურათზე უნდა დაადგან ფეხი ამ ურჯულოებმა, იმისთვის ვაგროვებთ ამ ხალხსაც, ვინც არ დაადგამს– თავები უნდა დავაყრევინოთ, ბალღი უშველის ამათ...
– ბალღზედ რომ ამბობ,აგერ აიმ ბალღს მიაქციე ყურადრება ბათირ, მაგათ სახლში რო შეველ კინაღამ სული გამაფრთხობინა რაღაც კეტით, ჩამეკლა უნდა იქვე, მაგრამ შემაჩერა რაღაცამ ...მამამ შემომხედა ვედრებით და მაგასაც რაღაცა უთხრა, მეც ჯალალის ბრძანება გამახსენდა, რომ ხიდზე უნდა მივრეკოთ ყველა! ფრთხილად იყავ, ცქვიტი ბალღია და რამე შარს არ გაგვხვიოს...
მოედანზე მოგროვებული ხალხის სიჩუმე აოცებდა ბათირს, არანაირი კვნესა და დვრტვინვა,( თუმცა ბევრი ცემა–ტყეპით თავპირდასისხლიანებული მიიყვანეს იქამდე).
დედაკაცებიც კი მდუმარედ იდგნენ, თითქო რაც სალაპარაკო ჰქონდათ ყველაფერი ულაპარაკნიათო,გაგონილა დედაკაცს სალაპარაკო გამოჰლეოდეს?(საკვირველია ფრიად...ასეთი დედაკაცი კაცს სახლსა ჰყავდეს და ომი წააგოს? თან დედაკაცი ჰმეფობდა ამათ, ახლაც დედაკაცი ჰმეფობს...ბათირ ბოღმიანად გადააფურთხა-დედაკაცების ქვეყანა!


 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ჩანახატები| ნანახია:1013 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
მწერალი ანუ ლამაზი შედევრი

მას ქონდა ანთებული პატარა ლამპარი.. ის წერდა რახაც ახალს და იყო ჩაფლული თავის ფანტაზიებში... მუზები მას არ ტოვებდნენ,აგრეთვე მას გვერდს უმშვენებდა ლამაზი მუსიკა... ყველამ იცოდა,რომ მას მუსიკის გარეშე წერა არ შეეძლო თუნდაც მუზა ახლოს ყოფილიყო... ამ დროს კალმისტარმა წერა შეწყვიტა თითქოს სიცოცხლე დალია... მუსიკა შეუჩერებლად უკრავდა.


 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ჩანახატები| ნანახია:944 | დაამატა: kvaxadze | კომენტარები:(0) |
’’მიყვარხარ’’
ბიჭი: როგორ ხარ სიყვარულო ? 


 
  ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
კატეგორია:სასიყვარულო, ჩანახატები| ნანახია:1549 | დაამატა: mimi | კომენტარები:(0) |
« 1 2 ... 7 8 9 10 11 12 13 »
მინი-ჩეთი
200

Block title

Block title

ჩანაწერების არქივი

სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტი გაკეთა GEOVIP.AT.UA ყველა უფლება დაცულია © 2025-2013 bondo kvaxadze skype:bondo65 Free web hosting - uCoz