იასაბურო. მივშტერებოდი ღვიძლი შვილის მოკვეთილ თავს და მეგონა, სიზმარში ვიყავი. ოდნავ უკან გადაქნექილ თავს ქუთუთოები ნახევრად მოხურვოდა და ასე მიცქერდა.
ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
ორი წლის წინათ მოხდა ესა. ზამთარში ზღვაში დაიძირა ჩემი ხომალდი "ჰოძეი-მარუ”, ქარბუქი დაეტაკა და საქმეში დაბანდებული ფულიც ისე გამომეცალა ხელიდან, ვითომ არც მქონია. ერთ უბედურებას მეორე მოჰყვა და საბოლოოდ "ჰოძეის სავაჭრო სახლი”
ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
ამის გამგონეს კიდევ ერთხელ გამეცინა. ახლა ჰოძეის გასაჭრო კი არ მახალისებდა. "მოდგა დრო ძველი სიკეთის სამაგიეროს მიზღვისა…” ეჰ, შესაძლოა ჩემ გარდა არც არავინ იცოდეს ამის ნამდვილი ფასი (დამცინავად). მეცოდებიან კეთილბუნებოვანი ადამიანები, მათ ხომ აღარა უწყიან, როგორად გასახარია ქმნა სიკეთისა, ბოროტების ნაცვლად.
ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
რას აღარ ამბობენ ჩემზე. მოსმენად ღირს! ამაკავა ძინაის ძალუძს უჩინრად იქცესო, ყველა და ყოველი ამას უბნობს. ვიმედოვნებ, ყურს არ ათხოვებთ მდაბიორთა ამ მონაჩმახს. არც უჩინმაჩინის ქუდი გამაჩნია და ეშმაკთანაც არ გახლავართ წილნაყარი. ისე კი, როცა მაკაოში ვიყავ, პორტუგალიურ ხომალდზე მომუშავე მკურნალმა შემასწავლა საგანთა ბუნება და თუ საქმეს მივასადაგე ეს ცოდნა, მაშინ ვერანაირი ბოქლომი ვერ დამიკავებდა (ღიმილი). ათასგვარი ქურდული ხროკი, კაციშვილს რომ ჯერ არ გაეგო, განა ჯვართან და ქვემეხთან ერთად დასავლეთიდან არ გადმოიღო ველურმა იაპონიამ?
ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა