ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა. არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა. სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
მე ვიცი, რომ ფული არ მაქვს, მანაც იცის, რომ მე ფული არ მაქვს. მე ვიცი, რომ ის არ მეტყვის, წავიდე სახლში. მანაც იცის, რომ არ მეტყვის სახლში წავიდე. მე ვიცი, რომ მე ვგავარ ძაღლს, რომელიც პატრონს, ლუკმის მოლოდინში ხელებში შეჩერებია. მან იცის, რომ მე ვგავარ ძაღლს, რომელიც ლუკმის მოლოდინში, პატრონს ხელებში შეჩერებია.
ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
ახლა ის დროა,როცა სულ ყველა უნდა ხედავდეს სანატრელ სიზმარს ახლა ის დროა,როცა ზარები აღარ რეკავენ,უცდიან დილას. მაგრამ ბუნებას სულ არ სურს ძილი თეთრი ფანტელი ჩამოდის ციდან, გათენებულზე ალბათ ბავშვები გადათელავენ თოვლიან მიწას… თუმცა ბუნება არ არის ერთი, ვისაც არ სურს,რომ მოხუჭოს თვალი ვისაც არ უნდა,რომ წარიტაცოს სიზმრების გუნდმა ამ შუა ღამით…
ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
მე ისტანბულში შავი ჯუმა რომ გამითენდა, ნამაზ-ნალოცი ჩადრიანი ხანუმი-ქარი, ცოფიან სხივით აზღარბულ მზეზე, გასაშრობად რომ ცელოფნების ფეშტემლებს შლიდა, შენ ხმელი ლექსით პარასკევი დაგხვდა დრეზდენში. მიდის გზა, მიდის ექვსივე მხარეს, გზას მივყავარ და, თითქოს, გზა მიმყავს. მიედინება ჩქარა, მაგრამ მონოტონურად. ზომბირებული ხალხის მდინარე. ჭამად, ჩაცმად და მონელებად გადაქცეულა მეექვსე გზისკენ გადახრილი სამყაროს ეზო,- მზის მესამე და ბებერი სოფელი.
ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა
სევდა-ჩაღვრილს და ფიქრებ-მორეულს, სარკეში ვხედავ მე ჩემს ორეულს. კვლავ ჩამოწვება ღრუბელი ცაზე და გავიხსენებ გრძნობას შორელს. ჩავღვრი თვალებში დარდებს ძველებურს, დავემგვანები ფერმკრთალ მთვარეულს. დავისხამ ჭიქა ღვინოს და დავლევ, თვალებს გავაბნევ გრძნობა-მორეულს. მერე ავიღედბ ხელში კალამს და ჩუმად გავყვები გრძნობათ ოცეულს. ჩამოუჯდები ქუჩის მათხოვრს, ჩემსავით ფიქრებ-აზრებ-მოწეულს.
ყურადღება ! ! ! სრულად წასაკითხათ დაჭირეთ სრულად ნახვა